ხშირად ისეთ ქმედებებს ჩავდივართ, რომლებითაც ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ვამაყობთ. მაგალითად, ვხარჯავთ ფულს უაზრო რაღაცების შეძენაში, ვერ ვახერხებთ ბავშვთან გამოსაშვებზე მისვლას, ვეჩხუბებით ჩვენს შინაურ ცხოველს, იმიტომ, რომ ჩვენთან თამაში უნდა... ხშირად ისე ვიქცევით, რომ ნათესავები და მეგობრები გვსაყვედურობენ. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მართლებიც არიან, თუმცა ყველას გამოუცდია, თუ როგორი რთულია დანაშაულის გრძნობით ცხოვრება. სინამდვილეში რამდენად შესაძლებელია შევწყვიტოთ საკუთარი თავის დადანაშაულება?
გაერკვიე, რა მოხდა სინამდვილეში
- ყველა არასასიამოვნო ქმედება რამდენიმე კატეგორიად იყოფა:
- სერიოზული ქმედება (ღალატი, დიდი საიდუმლოს დამალვა საყვარელი ადამიანისგან)
- ქმედება, რომელმაც ავნო ჩვენთვის საყვარელ ადამიანს
- საკუთარი თავისადმი ზიანის მიყენება (ალკოჰოლი და სხვა მავნე ჩვევები)
- სერიოზული ნაბიჯის გადაუდგმელობა (თანხის გადადება უძრავი ან მოძრავი ქონებისთვის, სერიოზულ ურთიერთობებზე უარის თქმა)
ასეთი დანაშაულის შემდეგ რაღაც გარკვეულ იარლიყს იღებთ, რომელთან გამკლავებაც უფრო მარტივია. ახლა კი შეგიძლია შეაფასო, რა გააკეთე. შეხედე გარედან შენს ქმედებას და დაიწყე იარების მოშუშების პროცესი.
მიეცი გრძნობებს თავისუფლება
- თქვი ხმამაღლა, რა გააკეთე და რა ზიანი მიაყენე. უმჯობესია, ოჯახს ან ახლო მეგობრებს უთხრა, რომლებიც მხარდაჭერას გამოგიცხადებენ. გახსოვდეს, ყველა ცდება და მარტო არ ხარ.
გააანალიზე, რატომ არ შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცევა
- მაგალითად, დედაშენი ცუდად გრძნობს თავს, ხოლო ტკბილი სიტყვით ვერ ითანხმებ შენთან გადმოსვლაზე. მისი მძიმე ხასიათიდან გამომდინარე, შეგიძლია აიყვანო მომვლელი, რომელიც მიაქცევს ყურადღებას მთელი დღის განმავლობაში.
დააჭირე „სტოპ“ ღილაკს
- არ ღირს ყოველ წამს საკუთარი თავისათვის იმის მტკიცება, რომ რაც მოხდა, არავის დაეხმარება. ყოველ ჯერზე იწყებ შენივე ცოდვების გადათვლას. შეჩერდი და დაფიქრდი სასიამოვნო ფაქტებზე.
ბოდიში მოუხადე
- თუკი არ შეგიძლია შენს თავს აპატიო რაღაც სერიოზული, ზოგჯერ უბრალოდ უკეთესია, ბოდიში მოუხადო იმ ადამიანს, ვისაც მიაყენე ტკივილი. ეს კი შედეგად შენც შეგიმსუბუქებს დანაშაულის გრძნობას.
წყარო