7 თვის ორსული ხატია სიჭინავა გაცივდა - როგორ ებრძვიან ქართველი სელებრითები კორონავირუსს? - Marao

7 თვის ორსული ხატია სიჭინავა გაცივდა - როგორ ებრძვიან ქართველი სელებრითები კორონავირუსს?

2020-03-02 13:47:06+04:00


საქართველოში გუშინ კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, რასაც საზოგადოების დიდ ნაწილში პანიკა მოჰყვა.

მსოფლიოში გავრცელებული საშიში ვირუსი ერთნაირად აშინებთ როგორც პოლიტიკოსებს, ასევე შოუბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებს.

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ახლა მეოთხე შვილის მოლოდინშია და დიდი ზომის მუცელი აქვს.

ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც პირბადე აქვს მორგებული. გაირკვა, რომ ის გაცივდა და ვირუსებისგან დაცვას ამ ფორმით ახერხებს. "გამოვიდა, რომ ორსულობაში ზედმეტად აქტიური ვხდები, უამრავი იდეა მომდის და ყველას ფრთებს ვასხამ. გაორმაგებული ენერგია მაქვს მადასავით. ერთადერთი სიმძიმე მიშლის ხელს, თორემ მთებსაც გადავდგამდი. ხოდა, აი, ამ ენერგიულობის დროს, სად დამეტაკა ეს გრიპი, არ ვიცი, მაგრამ ვინაიდან წამლების მიღება არ შეიძლება, ჩაის იმედზე, ახლა მხოლოდ გონებით ვხარჯავ ენერგიას. მალე ბეეევრი სიახლე ჩვენს ცხოვრებაში", - წერს სიჭინავა. გაგრძელება