"მარაოს" რედაქცია გილოცავთ დედის დღეს და ბედნიერ დედობას გისურვებთ.
"სანამ დედა ცოცხალია, მანამდე გულადად ხარ, სიკვდილისა არ გეშინია, სიცოცხლით ლაღობ, რადგან დედაა ჩამდგარი შენსა და სიკვდილს შორის..."
გოდერძი ჩოხელი
“რისი უნდა ეშინოდეს ადამიანს, როცა დედა გვერდითა ჰყავს და თანაც გათოშილ ფეხებზე თბილ წინდებს აცმევს.”
გოდერძი ჩოხელი

"დედა მარტო დედა არაა! ყველაფერია, რაც ამ ქვეყანასთან გვაკავშირებს, რასაც სიცოცხლე ჰქვია, რასაც სული უდგას და მზე უცქერის."
ოტია იოსელიანი
“ყოველთვის ვიცოდი, რომ თუ მთელი სამყარო ზურგს შემაქცევდა, დედა მაინც მუდამ ჩემ გვერდით იქნებოდა!”
ოტია იოსელიანი
"თუ დედა არ გენატრება და არც არაფრის გეშინია, სიცოცხლეს ფასი არ ჰქონია შენთვის. დედის მონატრებაა ადამიანობა…"
ოთარ ჭილაძე

„მინდა ყველას გითხრათ, რომ ყველა დედა ამქვეყნიური ანგელოზია და ვისაც ცოცხალი გყავთ, ღმერთმა ყველას დიდხანს გიცოცხლოთ; ვისაც არა, ღვთის საუფლოში გაგინათლოთ”.
გოდერძი ჩოხელი
"გწამდეს, დედის ლოცვას საიდუმლო ძალა აქვს."
ლეო ქიაჩელი
"დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო..."
გიორგი ლეონიძე

“ვნატრობდი უბრალო ხალათს, დედის ძვირფასი ხელით შეკერილს.”
ლადო ასათიანი
"ლოცვის დროს დედის სულს მირონი სდის."
ნიკო ლორთქიფანიძე
“სიმამაცეა შვილის გაჩენა, მაგრამ დედობა ნიშნავს გმირობას.”
შოთა ნიშნიანიძე

“დედობა დიდი ცოდნაა, უფრო ზუსტად, სიბრძნეა, ოღონდ დედობაში მარტო ბავშვის გაჩენა არ იგულისხმება.
ბავშვის გაჩენის უნარი და დედობის უნარი სხვადასხვა ცნებაა.”
ოთარ ჭილაძე
