მედიკოსებს ჯერ არ გამოუვლენიათ ინფიცირებული ადამიანების საგნებიდან ვირუსის გადაცემის ფაქტი, მაგრამ სპეციალისტები არ გამორიცხავენ ამის ალბათობასაც, რადგანაც ახალი ვირუსი ძალიან ჰგავს ამგვარი გზით გავრცელებული კორონავირუსების ოჯახის სხვა ვირუსებს.
ვირუსოლოგებმა განსაზღვრეს, რომ საკვები გარემოს გარეშე ზედაპირზე ვირუსები ნარჩუნდებიან მაქსიმუმ ცხრა დღე. საშუალოდ, ლითონზე, ხეზე, მინაზე, პლასტიკატსა და ქაღალდზე მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეადგენს 4-5 დღეს ოთახის ტემპერატურაზე. ამასთან, მაღალი ტენიანობა ზრდის სხვადასხვა ზედაპირზე კორონავირუსის სიცოცხლის უნარს.
ამ მიზეზით, ეპიდემიის ფონზე, რეკომენდებულია საცხოვრებელ სახლებში, სხვადასხვა დაწესებულებაში ავეჯისა და ინტერიერის საგნების დეზინფიცირება. ამ ღონისძიების ეფექტურობა დამტკიცებულია ატიპური პნევმონიის აფეთქებისას.
წყარო: mkurnali.ge