ზოგჯერ წონაში დაკლება პატარა მიზეზთანაც კი შეიძლება იყოს დაკავშირებული. ჩვენმა რესპონდენტმა თავად განსაზღვრა, როდის და რა პერიოდისთვის მოეხერხებინა ფორმაში ჩადგომა.
”მე 30 წლის ვარ. ამჟამად ბანკში ვმუშაობ. მას შემდეგ, რაც სასწორმა 135 კილოგრამი მაჩვენა, გადავწყვიტე წონაში დამეკლო, მაგრამ არა ჩვეულებრივი დიეტით, არამედ განსხვავებულით. 45 კილო დავიკელი და ახლაც ვცდილობ, რომ ჯანსაღი პროდუქტებით ვიკვებო და სასურველ ნიშნულს მივაღწიო.
ჩემი ამბავი
პრობლემა ჩემ ოჯახსაც უკავშირდება. ჭარბწონიანი ნათესავები მყავს და გარშემო თითქმის ყველას ეს პრობლემა ჰქონდა. დედაჩემი ცდილობდა დიეტა დამეწყო. მაგრამ, თხუთმეტი წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ რაც მომწონდა ის უნდა მეჭამა და შეიძლება ითქვას, რომ ჭამის გულისთვის ვცხოვრობდი.
მაშინაც კი, 80 კილოგრამზე მეტს ვიწონიდი, მაგრამ სპორტის სახეობებს დავეუფლე და ძალიან აქტიური გავხდი.
გავხდი ინსტიტუტზე ორიენტირებულიც და მხოლოდ დროდადრო ვიცავდი დიეტას, რომელიც არ მეხმარებოდა.
გაჩნდა არტერიული წნევის პრობლემა, ქოლესტერინმა მოიმატა, მუხლები და ზურგი მტკიოდა.
ერთი წლის წინ გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. გამეღვიძა და მივხვდი, რომ ნანგრევებად ვიყავი ქცეული.
29 წლის გახლდით და მიზანიც დავისახე- დამეკლო 1 წელში, ანუ ჩემ დაბადების დღემდე.
როგორ დავიწყე ყველაფერი: ჩემივე ნებისყოფა დამეხმარა იმაში, რომ საკვები რაციონიდან ამომეღო სოდა, შაქარი, სწრაფი კვების პროდუქტები და ფქვილი. წყლის დალევას მოვუხშირე და ყურადღება მივაქციე ისეთ რეკომენდაციებს, რომლებისთვისაც აქამდე მნიშვნელობა არ მიმინიჭებია.
აქედან დავიწყე პორციებისა და ეტიკეტის მონიტორინგი. აღმოჩნდა, რომ რეგულარული დიეტა არ მუშაობდა,რაც კალორიების დეფიციტის გამო ხდებოდა. მე ყოველთვის მშიერი ვიყავი, რაც უარესი იყო.
რასაც ახლა მივირთმევ:
- საუზმე: ცილა, ხილი, ან კვერცხი
- სადილი: ქათამი ან ინდაური ყავისფერი ბრინჯით, შეგიძლიათ ისპანახიც დააგემოვნოთ.
- ვახშამი: სალათი ძროხის ხორცით ან თევზი ბოსტნეულის გარნირით.
- შემდგომ: კაკალი (ფისტა), ყველი, იოგურტი.
ჩემი ვარჯიშებიმივხვდი, რომ სპორტის გარეშე, პროცესი დიდხანს გაიწელებოდა. მწვრთნელმა უახლოეს ფიტნესკლუბში გადამამისამართა. სადაც წარმოადგინეს არა მხოლოდ სასწავლო პროგრამა, არამედ შექმნეს ჩემზე მორგებული დიეტა.
შედეგად, ერთი წლის განმავლობაში 40 კილოგრამზე მეტს დავემშვიდობე და ზედმეტი წონის მოშორება განვაგრძე.
ახლა ჩემი მიზანია, რომ კიდევ 20-30 კილო დავიკლო.
რა დამეხმარა
ფაქტია, წარმატებას მივაღწიე. ერთი წლის წინ ვერ წარმოვიდგენდი,საერთოდ როგორ შემეძლო მეცხოვრა სოდის გარეშე, ან თუნდაც კვირაში ექვსჯერ მევლო სპორტდარბაზში. ახლა გთხოვთ, რომ თქვენც ირწმუნოთ!
მე არ ვიკრძალავდი საკვებს, უბრალოდ მათი რაოდენობა შევამცირე.
საკუთარ თავზე ზრუნვა მთავარი წესია და არ იფიქროთ, რომ რამის გადადებას და მოგვიანებით გაკეთებას აზრი აქვს. ახლა თავს იმაზე ბევრად უკეთ ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე და ვაპირებ, რომ ასე გავაგრძელო.