16-22 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

16-22 მარტის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-03-16 09:49:15+04:00


16 მარტი - პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადავა, სადაც 11 აპრილამდე გაჩერდება. მოიმატებს ჭორების, საიდუმლოებების ალბათობა. კარგი პერიოდია შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ამავე პერიოდში განსაკუთრებული დაცვა ესაჭიროება სასუნთქ ორგანოებს. არ გაცივდეთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

16-18 მარტი - მთვარე გადის თხის რქის ზოდიაქოს (გადავა 15 მარტს, 20:26-ზე). გაუფრთხილდით კბილებს, ძველებს.

კარგია - პედიკიური, პილინგი

ცუდია - კბილების მკურნალობა, ნებისმიერი ჩარევა ძვლოვან სისტემაში.

19-21 მარტი (16:34-მდე) - მთვარე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანშია. მოგინდებათ, ხალხის მასისგან გამორჩეულად გამოიყურებოდეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ პიგმენტური ლაქების გათეთრება.

კარგია - ეპილაცია, პილინგი, იმიჯთან დაკავშირებული ექსპერიმენტები.

ცუდია - პლასტიკური ოპერაციები, აპარატული კოსმეტოლოგია.

22 მარტი - მთვარე თევზების ზოდიაქოს ნიშანში გადადის. მეტად მოგინდებათ დასვენება, სულიერი კომფორტის შეგრძნება, მედიტაცია. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

კარგია - ორთქლის აბაზანა სახის კანისთვის, წყალმცენარეების კოსმეტიკის გამოყენება, აუზისა და აბანოს პროცედურები.

ცუდია - ნებისმიერი მანიპულაცია ტერფებზე. მომატებულია ალერგიულობა და მგრძნობიარობა არომატებისადმი.

22 მარტი - პლანეტა სატურნი სამი თვით (3 ივლისამდე) გადადის მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. უნდა გახდეთ მეტად მიზანმიმართული, არ შეუშინდეთ სირთულეებს. ეს განსაკუთრებით ეხებათ ფიქსირებულ ნიშნებს (კურო, ლომი, მორიელი და მერწყული).

23 მარტი - ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უმჯობესია, ის კეთილი საქმების შესრულებას მოახმაროთ. ამ დღეს არ გირჩევთ ჩხუბს, ეჭვიანობას. არც სხვა დღეებში, მაგრამ პლანეტების - მარსისა და პლუტონის შეერთების დროს, მით უმეტეს.

ვერძი

დაწყვილებულებისთვის: მეუღლესთან ურთიერთობაში მცირე ტურბულენტობაა მოსალოდნელი, რომელსაც მარტივად გადალახავთ. კომპრომისი და საერთო ენის გამონახვა არ გაწყენთ. ხანდახან დიპლომატიური უნდა იყოთ.

მარტოხელებისთვის: სპონტანური ნაცნობობის კვირაა. უჩვეულო ადგილებშიც კი გამოელაპარაკებით და დაუმეგობრდებით ხალხს. ადამიანებს, რომლებიც ამ კვირაში გამოჩნდებიან, შეუძლიათ შეცვალონ თქვენი ცხოვრება.

კვირის საუკეთესო დღეები: 17, 22.

კურო

დაწყვილებულებისთვის: საოცრად გამოგივათ მანიპულაციები, მაგრამ სცადეთ, ის მეუღლზე ზემოქმედებისთვის კი არა, საქმეების მოსაგვარებლად გამოიყენოთ. უქმეებზე ბევრი საქმე არ დაგეგმოთ. უმჯობესია, ის საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

მარტოხელებისთვის: მამაკაცებთან და მით უმეტეს, უცნობებთან მიმართებაში სიფრთხილე გმართებთ. ინტერნეტნაცნობობის დროსაც კი ყურადღებით უნდა იყოთ, ადამიანმა შეიძლება სულ სხვა პიროვნებად გაასაღოს თავი.

კვირის საუკეთესო დღეები: 16, 22.

ტყუპი

დაწყვილებულებისთვის: შეყვარებულები დაქორწინებას გადაწყვეტენ, რასაც ახლობლების მხარდაჭერა მოჰყვება. თქვენ კი დადებითი ემოციებით აივსებით.

მარტოხელებისთვის: რომანტიკული ნაცნობობა გელით. შეიძლება ფარული თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ, ვირტუალური ნაცნობობა კი რეალურში გადაიზარდოს.

კვირის საუკეთესო დღეები: 19, 20.

კირჩხიბი

დაწყვილებულებისთვის: ინტიმური ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და პარტნიორს სასიამოვნოდ გაახარებთ. უქმეები ქალაქგარეთ, რომანტიკულად გაატარეთ.

მარტოხელებისთვის: მამაკაცებს მაგნიტივით მიიზიდავთ. თაყვანისმცემლებს ძირითადად თქვენი სექსუალურობით მოხიბლავთ. მოერიდეთ რომანის გაბმას უკვე დაკავებულ მამაკაცებთან.

კვირის საუკეთესო დღეები: 18, 20.

ლომი

დაწყვილებულებისთვის: პარტნიორში შეიძლება აქამდე დაფარული თვისებები აღმოაჩინოთ. შეიძლება ერთმანეთი თავიდან შეგიყვარდეთ, ახალმა ვნების ალმა იფეთქოს ურთიერთობაში.

მარტოხელებისთვის: დაუვიწყარი რომანტიკული თავგადასავალი გელით, რომელსაც შეიძლება მოულოდნელი გაგრძელება ჰქონდეს. სანამ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში შემოუშვებდეთ, კარგად გაიცანით მისი გარემოცვა.

კვირის საუკეთესო დღეები: 19, 21.

ქალწული

დაწყვილებულებისთვის: საოჯახო საქმეების შესრულება მოგინდებათ. შეიძლება მყუდროების შესაქმნელად ავეჯი გადააადგილოთ. მეუღლეს შეუთანხმეთ ცვლილებები. მოერიდეთ უსიამოვნებას ფინანსების გამო.

მარტოხელებისთვის: ახალგაცნობილებს მეტად დააკვირდით, რისი ინტერესი აქვთ თქვენ მიმართ. თავადაც ჩამოყალიბდით, რას ეძებთ მამაკაცში. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარი თავის მოვლას.

კვირის საუკეთესო დღეები: 16, 17.

სასწორი

დაწყვილებულებისთვის: განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და დამოკიდებულებაც პარტნიორთან. ამ კვირაში მოსალოდნელია სპონტანური მინი-მოგზაურობა ან მოულოდნელად ქორწილის გადახდა. პატარა სიგიჟეები კიდევ უფრო გაგახალისებთ.

მარტოხელებისთვის: იყავით აქტიური, საბედოს შეიძლება ყველაზე უჩვეულო ადგილასაც კი შეხვდეთ. ქუჩაში პატარა გადალაპარაკებაც კი შეიძლება ვნებიანი რომანის დასაწყისი გახდეს.

კვირის საუკეთესო დღეები: 20, 22.

მორიელი

დაწყვილებულებისთვის: მოთმინებით აღიჭურვეთ, პარტნიორი შეიძლება სრულიად უმნიშვნელო რამის გამოც კი გეჩხუბოთ. იქნება ჯობია, მშვიდად დაელაპარაკოთ და ერთმანეთს პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროთ.

მარტოხელებისთვის: თავგადასავლები გაგიტაცებთ. ვისაც კი თვალს დაადგამთ, თქვენი გახდება, მაგრამ გაფრთხილდით, ალკოჰოლი და ახალგაცნობილი მამაკაცები ერთად დიდი საფრთხეა.

კვირის საუკეთესო დღეები: 19, 22.

მშვილდოსანი

დაწყვილებულებისთვის: თქვენი ტოტალური დაკავებულობის გამო პარტნიორი მუდამ ბუზღუნებს და ნუ გიკვირთ. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მას. დილაობით საუზმე მოუმზადეთ, ერთად ივახშმეთ, შეხვედრა-გაცილების დროს კოცნა არ დაგავიწყდეთ.

მარტოხელებისთვის: ახლა ახალი ურთიერთობების დასაწყებად კარგი დრო არაა. უმჯობესია, მოიცადოთ, მეტად გაერკვეთ საკუთარ თავში, მეტად იზრუნოთ საკუთარ გარეგნობასა და ცოდნის დონის ამაღლებაზე.

კვირის საუკეთესო დღეები: 16, 18.

თხის რქა

დაწყვილებულებისთვის: მოერიდეთ პროვოკაციას, რათა არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. თუ მას ეჭვიანობის საბაბი აქვს, ეცადეთ, მშვიდად დაელაპარაკოთ.

მარტოხელებისთვის: მარტის კატასავით გახდებით, მეტად მოგინდებათ ყურადღება, მოფერება. ამიტომ, გამოიჩინეთ ინიციატივა და ადამიანს, რომელიც დიდი ხანია მოგწონთ, დაელაპარაკეთ, გაეპრანჭეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 17, 19.

მერწყული

დაწყვილებულებისთვის: ჰარმონიული ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ პარტნიორთან. დროა, დაისვენოთ ზედმეტი დრამისა და უსიამოვნებისგან და მეტი დრო დაუთმოთ ერთმანეთს. გამონახეთ დრო, უქმეებზე ქალაქგარეთ იმოგზაურეთ.

მარტოხელებისთვის: თუ გადაღლილი ხართ და დეპრესიამაც შემოგიტიათ, ხანმოკლე რომანისთვის ინტერნეტნაცნობობას არ გირჩევთ, ეს კიდევ უფრო მოგიშლით ნერვებს. უმჯობესია, გვერდით ერთგული მეგობარი გყავდეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: 18, 22.

თევზები

დაწყვილებულებისთვის: დასვენება და საყვარელ ადამიანთან მეტი დროის გატარება მოგინდებათ. ხშირად მოაწყვეთ საოჯახო სადილი. მეუღლეს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

მარტოხელებისთვის: ამ კვირაში რომანებზე მეტად სარგებლიან საქმეებზე უნდა იფიქროთ. მეტი დრო უნდა დაუთმოთ შემოქმედებას და სამსახურის პროექტებს.

კვირის საუკეთესო დღეები: 17, 21.