10 რჩევა, თუ როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად - Marao

10 რჩევა, თუ როგორ ვიმუშაოთ დისტანციურად

2020-03-17 00:36:37+04:00


მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი იძულებული გახდა, სახლიდან იმუშაოს. ბევრისთვის ეს შესაძლოა ასე მუშაობის პირველი გამოცდილებაა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, თუ რამდენ დღეს, კვირას ან თვეს გაგრძელდება იზოლაციისა და კარანტინის პერიოდი.

Картинки по запросу

"მარაომ" თავი მოუყარა 10 რჩევას, რომელიც გაგიმარტივებთ სახლიდან ეფექტურად მუშაობის პრინციპს.

Картинки по запросу

  1. გაიღვიძეთ ჩვეულებისამებრ იმ დროს, როგორც იღვიძებდით სამსახურში წასვლისას.
  2. დაგეგმეთ ვირტუალური ყავის შესვენება კოლეგებთან ერთად.
  3. გამოყავით სამუშაო ადგილი დასასვენებელი ადგილისგან.
  4. ისარგებლეთ საკმარისი "შესვენებებით".
  5. შეიმუშავეთ დასვენების ახალი მეთოდი, მაგალითად, მსუბუქი გაწელვების და იოგის სახით.
  6. განაგრძეთ ონლაინკომუნიკაცია ხალხთან. ეს არ გაგრძნობინებთ იზოლაციაში ყოფნას.
  7. კომფორტული სკამი, მაგიდა და შედარებით წყნარი ოთახი დაგეხმარებათ სამსახურზე კონცენტრირებაში.
  8. ჩაიცვით ნორმალურად, საღამურში ნუ ივლით მთელი დღე და საწოლიდან მუშაობა დაივიწყეთ.
  9. ჩანიშნეთ სპეციფიკური სამუშაო საათები.
  10. გამოიყენეთ საღამოს მეგობრებთან საკომუნიკაციო დრო წიგნის წასაკითხად.

გაგვიზიარეთ თქვენი მეთოდები დისტანციურად მუშაობის კუთხით.