სტრატეგიული ნაბიჯი: რა რაოდენობის საკვების მარაგია საჭირო კარანტინის გადასატანად - Marao

სტრატეგიული ნაბიჯი: რა რაოდენობის საკვების მარაგია საჭირო კარანტინის გადასატანად

2020-03-19 09:03:18+04:00


სოციალური ქსელი სავსეა ფოტოებით, სადაც დაცარიელებული დახლები ჩანს.

ყველგან ერთნაირი სურათი იქმნება: ხალხი პანიკაშია. ისინი საკვების და ტუალეტის ქაღალდის ყიდვას ეშურებიან.

ჩვენ შეგვიძლია გითხრათ, დაახლოებით პროდუქტების რა მარაგია საჭირო იმისთვის, რომ კარანტინი გადავიტანოთ.

თავდაპირველად, უნდა გესმოდეთ ის, რომ წიწიბურის და ტუალეტის ქაღალდის დიდი რაოდენობით დატაცებას აზრი არ აქვს.

მაღაზიის თაროებიდან ამ პროდუქციის გაქრობა მხოლოდ პანიკის შედეგია.

ადამიანები ამ გზით ცდილობენ, რომ არსებულ ვითარებაზე კონტროლის განცდა ჰქონდეთ.

ახლა კი გადავიდეთ მთავარ სათქმელზე.

რატომ უნდა შეიძინოთ პროდუქტები კარანტინის პერიოდში? ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კითხვაა.

სინამდვილეში, მხოლოდ ერთი ზუსტი პასუხი არსებობს: იმიტომ, უნდა მოვიმარაგოთ პროდუქტები, რომ თვითიზოლაციის პერიოდში სახლის დატოვება რაც შეიძლება იშვიათად გვიწევდეს.

ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ინერვიულოთ იმაზე, რომ პროდუქტების მარაგი ამოიწურება. თუ საჭირო მარაგის საკვების შეძენა ვერ მოახერხეთ, მოგვიანებითაც შეგიძლიათ იყიდოთ. სულაც არ არის აუცილებელი ის, რომ მთელი მაღაზია გამოზიდოთ.

რომელი პროდუქტები უნდა შევიძინოთ და რა რაოდენობით?

დასაწყისისთვის, გადახედეთ თქვენს მაცივარს, სამზარეულოს. ზუსტად განსაზღვრეთ, რა გაქვთ და რა არა.

შემდეგ კი დააყენეთ საკითხი, რა გჭირდებათ ყველაზე მეტად. მაგ: არიან ადამიანები, რომლებიც საყვარელი ყავის გარეშე დღეს დაკარგულად თვლიან.

2 კვირის მანძილზე სამყოფი პროდუქტების სია ასე გამოიყურება:

  • პურ-ფუნთუშეული- 6, 4 კგ,
  • ორცხობილა, კრეკერები, სასუსნავები - 5.1 კგ,
  • წიწიბურა - 560 გრ,
  • ბრინჯი - 560 გრ,
  • მაკარონი - 560 გრ,
  • დაკონსერვებული ხორცი - 2.3 კგ,
  • დაკონსერვებული თევზი - 1.7 კგ,
  • დაკონსერვებული ბოსტნეული - 6.4 კგ,
  • ხილი, კენკრა - 1.4 კგ,
  • კარაქი - 420 გ,
  • ზეთი - 140 გ,
  • შედედებული რძე - 910 გრ,
  • ჩაი - 28 გრ,
  • შაქარი - 840 გრ.

გადავავლოთ თვალი კიდევ ერთ, განსხვავებულ რეკომენდაციას, რომელიც ასევე 2 კვირის მანძილზე სამყოფ პროდუქტებს მოიცავს:

  • საქონლის ხორცი - 770 გრ,
  • ღორის ხორცი - 700 გრ,
  • ფრინველი (ქათამი, ინდაური...) - 1.4 კგ,
  • რძე, კეფირი, იოგურტი ცხიმის შემცველობით 1,5-3,2% - 2 კგ,
  • არაჟანი, ნაღები, ცხიმის შემცველობით 10-15% - 115 გ,
  • ხაჭო, ცხიმის შემცველობით 9−18% - 350 გ,
  • ხაჭო, ცხიმის შემცველობით 0−9% - 400 გ,
  • ყველი - 270 გრ,
  • კვერცხი - 10 ცალი,
  • კარტოფილი - 3.5 კგ,
  • კომბოსტო - 1.5 კგ,
  • სტაფილო - 650 გრ,
  • ხახვი - 400 გრ,
  • კიტრი - 400 გრ,
  • პომიდორი - 400 გრ,
  • სხვა ბოსტნეული - 800 გრ,
  • ხილი - 3.9 კგ.

რა თქმა უნდა, სავსებით შესაძლებელია, რომ ამ ჩამონათვალს არ ემხრობოდეთ, რადგან შესაძლოა თქვენი გემოვნება და სურვილები რეკომენდებულისგან ძალიან განსხვავდებოდეს.

ჩვენ ეს სია მხოლოდ იმ მიზნით გამოვაქვეყნეთ, რომ მეტად შევძლოთ სიტუაციის გათავისება და იმის გაგება, რომ უშველებელი კალათებით პროდუქტების გაზიდვა და პანიკა საჭირო არაა.

ცხადია, თუ ზომაზე მეტ საკვებს და თავის მოვლის საშუალებებს შეიძენთ, ის გამოუსადეგარი სულაც არ იქნება, მით უმეტეს, თუ ოჯახში ბევრნი ხართ.

თუმცა, მაინც საფიქრალია, ღირს თუ არა ეს ყოველივე ნერვების შეწირვად ან ხელფასის განახევრებად.

ეს კი მცირე ჩამონათვალია იმისა, რისი გათვალისწინებაც ურიგო არ იქნება:

კარგი იქნება, შეიძინოთ მედიკამენტები, რომლებსაც ხშირად მოიხმართ.

აფთიაქი ახლა არის ადგილი, სადაც სჯობს, რომ რამდენჯერმე შესვლა არ მოგვიწიოს. თუ მედიკამენტებს რეგულარულად იღებთ - ამ მედიკამენტების შეკვეთა შეგიძლიათ ონლაინ. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია აფთიაქში მიხვიდეთ. აქვე, ფაქტია, რომ თქვენ არ გჭირდებათ ათასგვარი მალამოს და კრემის მომარაგება, რაც აუცილებელ საჭიროებას არ წარმოადგენს.

წყარო