კორონავირუსის ახალი ტიპი, Covid-19 ადამიანებისთვის საშინელ დისკომფორტად იქცა. მსოფლიოში ყველა უმსხვილესი ღონისძიება, ხალხმრავალი შეკრება გადაიდო. ბევრ ქვეყანაში დაიხურა კაფე-ბარები, ღამის კლუბები, რესტორნები, შეჩერდა სასწავლო პროცესი. ადამიანების დიდი ნაწილი სახლიდან დისტანციურად მუშაობს. დაიხურა საწარმოები, ცხოვრება თითქოს გაჩერდა...
თუმცა ყოველივემ დადებითად იმოქმედა გარემოზე. რამდენიმე კვირის წინ NASA-მ თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ გასუფთავდა ჰაერი ჩინეთის ქალაქ უხანის თავზე და როგორ გაიწმინდა გამონაბოლქვისგან.

ამჯერად CNN იტალიის ქალაქ ვენეციაზე კორონავირუსის დადებით ეფექტზე წერს. ვენეცია ტურისტებისთვის ყველაზე საყვარელი ადგილია და იქ წელიწადის ნებისმიერ დროს ხალხმრავლობაა, თუმცა ახლა დაცლილია. ვენეციის ცნობილი არხებიც ცარიელია გონდოლებისგან. ყოველივემ შედეგი გამოიღო და წყალი კამკამა, გამჭვირვალე გახდა.
ფოტოები სოციალურ ქსელებშიც ვრცელდება. მათზე ვენეციის არხია აღბეჭდილი და ჩანს, რომ წყალი საოცრად სუფთაა: იხილეთ ფოტოები