ანი ჩირაძე და კონსტანტინე თედელური სწორედ ის ცოლ-ქმარია, რომლის მიმართაც ადამიანების დამოკიდებულება დადებითია.
ცოტა ხნის წინ, მათ სახლიდან ვიდეო ჩაწერეს.
მსოფლიოში შექმნილი ფონის გათვალისწინებით მღელვარება გასაკვირი არაა.
ახლობლებს და უცხო ადამიანებს აინტერესებდათ, როგორ იყვნენ ანი და კონსტანტინე, ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო, რის გამოც წყვილმა მიმართვა გააკეთა.
მსახიობმა და მასტერშეფმა ადამიანებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.
ვიდეომ დადებითი განწყობა გააღვივა და გამომწერებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, როგორ პატივს სცემენ წყვილს, რომ ძალიან უყვართ ეს ორი ადამიანი და მიიჩნევენ, რომ ერთმანეთს უზომოდ უხდებიან.