ვინ არ ოცნებობს სუფთა და ახალგაზრდულ კანზე. ზედმეტი ნაოჭისა და გამონაყარის გარეშე ცხოვრება ბევრი ქალის აუხდენელი ოცნებაა. ხშირად დღისა და ღამის რუტინები, ნიღბები და პროცედურები ტყუილი დროის კარგვაა და ჩვენ სასურველ შედეგს მაინც ვერ ვაღწეთ. დროა ეს პრობლემა მოვაგვაროთ და არასასურველ გამონაყარს ან ნაოჭებს საბოლოოდ დავემშვიდობოთ, ამისთვის კი სწორი კვება სრულიად საკმარისა.
2. მეორე ჯადოსნური პროდუქტი მწვანე ჩაია, რომელიც არა მარტო კანისთვის, არამედ მეტაბოლიზმისთვისაც ძალიან კარგია. უმეტესად მწვანე ჩაი ECGC-ს შეიცავს, ეს ნივთიერება დადებითად მოქმედებს კანზე და უზრუნველყოფს დაიცვას კანის სტრუქტურა მზის სხივებით გამოწვუელი ზიანისგან, ასევე მწვანე ჩაის ხშირი მიღება ხელს უშლის ნაოჭების წარმქმნას.
3. თეთრი პური, ტკბილეულობა და კარტოფილი მადისაღმძვრელი და საოცრად გემრიელია, თუმცა ჩვენი კანისთვის შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს. პროდუტები, რომლებიც ბევრ შაქარს და სახამებელს შეიცავს აკნეს ან ანთებითი პროცესის გამომწვევია. შეეცადეთ მაქსიმალურად შეზრუდოთ მსგავსი საკვები და შაქარი ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ, როდესაც სისხლში შაქრის დონე დაიწვს და მას ბუნებრივი სახის გლუკოზა მაგალითად, ხილი ჩაანაცვლებს აკნე და გამონაყარი ნელ-ნელა გაქრება.
4. თევზი სასარგებლო თვისებების მარატარებელი საკვებია, ის კარგია გულისთვის, სისხლძარღვებისა და მხედვლობისთვის. თევზი უამრავ ვიტამინს შეიცავს და ის კარგად მოქმედებს ჩვენს კანზეც, მაგალითად, ორაგული, სკუმბრია და ქაშაყი ომეგა 3-ით არის გაჯერებული და ეს პროდუქტი კანის დატენიანებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ის ასევე ელასტიურობას სძენს ჩვენს კანს და აკნესა თუ ანთებით პროცესს ნელ-ნელა აქრობს.
5. როგორც აღმოჩნდა, ავოკადო ჩვენი კანისთვის ერთ-ერთი აუცილებელი პროდუქტი ყოფილა, მეცნიერების თქით, მას უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ის აჯანსაღებს ატენიანებს და მზის რადიაციისგან იცავს კანს. ავოკადო ასევე ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნა. ეს ჯადოსნური პროდუქტი ვიტამინ E და C შეიცავს, ეს ორი ვიტამინი ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის კოლაგენს ქმნის, კოლაგენი კი ჩვენი ელასტიური და ჯანმრელი კანის საწინდარია.
6. ნიგოზი- ჩვენთვის მეტად ტრადიციული და პატივსაცმი პროდუქტია, თუმცა ტრადიციების მიღმა, როგორც აღმოჩდნა ჩვენს კანსაც საოცრად ეხმარება. ის ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს. მსგავსი ცხიმოვანი მჟავები ვიტამინ ომეგა 3-სა და ომეგა 6-შია შემავალი. თუ ნიგოზს ზომიერად მიიღებთ და თქვენს რაციოში შეიყვანთ, ნახავთ, რომ სულ ცოტახანში კანის სტრუქტურა ცვლილებას დაიწყებს და ახალგაზრდულ იერს დაიბრუნებს.
7. ჩვენ ვიცით, რომ ხილი და ბოსტნეული ვიტამინებს შეიცავს და გასაკვირი არ არის, რომ ეს ჩვენს კანზეც კარგად იმოქმედებს. ტკბილი კარტოფილი, ის ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც საყვარელი პროდუქტების სიაში აუცილბლად უნდა შევიყვანოთ, კარტოფილის ეს სახეობა მზის მავნე სხვიებისგან იცავს კანს და ნაოჭების წარმოქმნის პროცესს ნელ-ნელა ამცირებს.
8. კენკრა მაღალი ანტიოქსიდანტური ძალებით ცნობილი პროდუქტია, ის ჩვენს სხეულს ასობით დაავადებისგან იცავს. ამასთანავე, კენკრა კანის სიჯანსახესაც განაგებს. კენკროვანი პროდუქტიდან სასარგებლოა მარწყვი, ჟოლო და მოცვია. ისინი თითქმის ერთნაირ დადებით ზემოქმდება ახდენენ კანზე და შედეგიც თანაბარ დროში, ძალიან მალეა შესამჩნევი.
9. დროა დილის რუტინაში ისპანახი, პრასი და სხვა მწვანე მცენარეულობა დაამატოთ, გაურიეთ ის ხილს და წვენის სახით დალიეთ, მალევე თქვენს კანს ტენს, ელასტიკურობას, სიჯანსაღესა და ახალგაზრდულ იერს შეატყობთ. ასევე ეს პროდუქტები ვიტამინ A, C და E შეიცავს.
10. გიყვართ კივი? თუ არა, უკვე დროა ისიც შეიყვაროთ, ვიტამინ C-თი გაჯერებული ხილი, თქვენს კანს დაბერებისგან დაიცავს, ის ძლიერი ანტიოქსიდანტია და მისი რეგულარული მიღება თქვენს კანს ახალგაზრდულ იერს შეუნაარჩუნებს და ნაოჭბის წარმოქმნის პროცესს შეანელებს.
წყარო: moneymorningpaper.com
ელენე მეტრეველი