ცნობილი ავსტრალიელი ასტროლოგი ანჟელა პერლი აპრილის სრულ ტარო-პროგნოზს გვთავაზობს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
1. ვერძი

აპრილში ვერძებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევთ. შეინარჩუნეთ ცივი გონება და იმოქმედეთ ლოგიკურად. თავბრუს ნუ დაიხვევთ, იმოქმედეთ საღი აზრით. გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი და თქვენი ცხოვრების მეფე ან დედოფალი გახდებით.
"იწამეთ ოცნებების, აპრილში ყველაფერი ასრულდება". დაბადების დღე ოჯახურ წრეში აღნიშნეთ. პირადში ყველაფერი იმაზე უკეთ იქნება, ვიდრე წარმოგიდგენიათ და არც ჯანმრთელობა გიმტყუნებთ.
2. კურო

აპრილში ეკონომიის გაკეთება მოგიწევთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უფულოდ იქნებით. თუ აპრილში რამის ყიდვას გეგმავდით, შესაფერისი დრო ნამდვილად არაა. აი, უცხოურ ვალუტაში ინვესტიცია კი ნამდვილად ღირს. უმჯობესია, არც გაასესხოთ ფული, თუ გინდათ, რომ არ დაკარგოთ. ზოგადად, აპრილი ჰარმონიული და სტაბილური თვე იქნება. გჯეროდეთ უკეთესის, ყველაფერი კარგად იქნება.
3. ტყუპები

აპრილში ტყუპებს სასიყვარულო სფეროში როგორც იმედგაცრუება და პრობლემები ელით, ისე დიდი გამარჯვებები. ფინანსებში ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლოა აქამდე დაბანდებულმა ინვესტიციებმა შედეგი გამოიღოს ან ისეთი დაბანდება გააკეთოთ, რომელიც თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას გაამყარებს.
ტყუპების ცხოვრება ამერიკულ მთებს ჰგავს აპრილში. მოემზადეთ აღმაფრენისთვის და დაღმასვლისთვის, რომლებიც ერთმანეთს გამუდმებით ჩაანაცვლებენ. ჯანმრთელობა არ გიმტყუნებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასზე არ იზრუნოთ და თავს არ გაუფრთხილდეთ.
4. კიბო

აპრილში მაქსიმალურად მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც შეუძლიათ თქვენში შიში ან პანიკა აღძრან. ეს ის დროა, როცა ახლობლებთან კომპრომისი უნდა გამონახოთ და შემხვედრი ნაბიჯი გადადგათ.
თვის მეორე ნახევარში განწყობა შესამჩნევად გაგიუმჯობესდებათ. გაჩნდება იდეა, რომელიც ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.
5. ლომი

შინაგანი ძალა, თვითკონტროლი და თავდაჯერებულობა - ეს თვისებები აპრილში ძალიან დაგეხმარებათ. რაც უნდა მოხდეს, გახსოვდეთ, რომ თქვენ ნებისმიერ რთულ სიტუაციაზე ძლიერი ხართ. მთავარია, პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ. იმისთვის, რომ პროფესიულ სფეროში დასახულ მიზნებს მიაღწიოთ, აპრილში ბევრი გარჯა მოგიწევთ, მაგრამ ეს გარჯა უკვალოდ და ჯილდოს გარეშე არ ჩაივლის. რაც შეეხება ჯანმრთელობას, შეეცადეთ, არ გადაიღალოთ და კარგად იკვებოთ.
6. ქალწული

თვის დასაწყისში ყურადღება ოჯახურ სიმყუდროვეზე გაამახვილეთ. ოჯახის წევრები ამას დააფასებენ და სითბოთი გიპასუხებენ. შესაძლოა, რაიმე სიურპრიზიც კი მოგიმზადონ. თვის მეორე ნახევარში გულმოდგინედ უნდა დასახოთ მიზნები, რადგან დიდია იმის ალბათობა, რომ რამე გამოგრჩეთ. თვის ბოლოს ხარჯები შეამცირეთ, თუმცა არ ინერვიულოთ, ფული ყველაფერზე გეყოფათ. უარი თქვით გრძელვადიან მივლინებებსა და სხვა ქვეყანაში თუ ქალაქში მოგზაურობაზე.
გაგრძელება