"თქვენ აქ ვეღარ გვნახავთ" - მეგანმა და ჰარიმ Instagram-ში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნეს - Marao

"თქვენ აქ ვეღარ გვნახავთ" - მეგანმა და ჰარიმ Instagram-ში გამოსამშვიდობებელი პოსტი გამოაქვეყნეს

2020-03-31 12:02:49+04:00


დღეიდან, 31 მარტიდან, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ოფიციალურად აღარ შეასრულებენ ბრიტანული სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობებს. წყვილმა განაცხადა, რომ ოფიციალური ექაუნთით @sussexroyal Instagram-ში აღარ ისარგებლებენ.

"თქვენ აქ ვეღარ გვნახავთ, მაგრამ ამასთან, ჩვენი სამსახური გრძელდება. მადლობა ამ საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, შთაგონებისთვის და საერთო მიზანსწრაფვისთვის, რათა სამყარო უფრო კეთილი გავხადოთ. ჩვენ მოუთმენლად ველით, რომ შემოგიერთდეთ" - დაწერეს მეგანმა და ჰარიმ გამოსამშვიდობებელ პოსტში.

წყარო