თქვენი ქვეცნობიერი ყოველთვის მზად არის, გიჩვენოთ ის, რაც აქამდე დაფარული გეგონათ, ამოატივტივოს თქვენი ემოციები და გიპასუხოთ.
რა შენიშნეთ ფოტოზე პირველად: კეგლები, ნაკვალევი თუ "მატრიოშკები"?
კეგლები:
ეს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაში ახალი ადამიანი გამოჩნდება. ის შეიძლება იყოს ახალი თაყვანისმცემელი ან ძველი და კარგად მივიწყებული, რომელიც დაბრუნებას გადაწყვეტს. ეცდება, რომ თქვენ მიმართ სითბო გამოამჟღავნოს. დიდია შანსი იმისა, რომ მან თქვენში გულწრფელი აღფრთოვანება და დადებითი ემოციები გამოიწვიოს. ეს ყოველივე საფრთხეს არ შეგიქმნით, თუ სიტუაციას სწორად შეაფასებთ.
ნაკვალევი:
მისი აღქმიდან გამომდინარე, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს გამოსახულება მოგიწოდებთ, თქვენი ეჭვები დაივიწყოთ. ეს ეჭვები სულიერად გტანჯავენ და გფიტავენ. აუცილებელია გაუმკლავდეთ მათ, რადგან მათზე ორიენტირება სრულიად უსაფუძვლოა და არაფერში გამოგადგებათ.
„მატრიოშკები“:
ეს თოჯინები თქვენ გარშემო არსებული ბოღმისა და შურის სიმბოლოა. მეტი დაფიქრება გმართებთ. საჭიროა, რომ ამგვარ ვითარებას დიპლომატიურად მიუდგეთ.
არ გადახვიდეთ პირდაპირ შეტევაზე და არ გირჩევთ შურისძიებას. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანი იყოთ. ქცევის ეს მოდელი ყველაზე ოპტიმალური რამ იქნება. სხვა შემთხვევაში მარცხი გარდაუვალია.