ჩვენი წინაპრები ყოველთვის ტვირთავდნენ ფეხის კუნთებს სხვადასხვა ვარჯიშებით, მათ შორის ჩაჯდომებითაც, ხოლო ჩვენი თანამედროვე ცხოვრების წესი სამწუხაროდ არ იძლევა მუდმივად ამის საშუალებას, რაც პირველ რიგში ფეხის კუნთებზე აისახება.
2. ძილი მოუხერხებელ პოზაში
თუკი გძინავთ მუცელზე სახით ბალიშისკენ, ფეხის კუნთები არასასურველ მდგომარეობაში იმყოფება ამ დროს, რაც შედეგად იწვევს დისკომფორტს, ამიტომ უმჯობესია დაიძინოთ გვერდზე.
3. სეზონი
საინტერესოა, რომ ფეხის ტკივილი ზაფხულში უფრო მძაფრდება ვიდრე ზამთარში. მიზეზი არის ის, რომ ნერვული დაბოლოებები აქტიურად იზრდება და სწორედ D ვიტამინის მომატების გამო განიცდის ცვლილებას.
4. უმოძრაობა
შეუძლია გამოიწვიოს ღამეს კუნთების სპაზმი, უფრო ხშირად კი ზაფხულში.
5. ზედმეტად აქტიური ვარჯიშები
მძიმე ვარჯიშები დიდი ხანია უკავშირდება ფეხების ტკივილს. საქმე იმაშია, რომ კუნთები ზედმეტად იჭიმება და იღლება, ყველაზე ხშირად ამას პროფესიონალი ათლეტები განიცდიან.
6. მიკროელემენტების უკმარისობა
კალციუმის, მაგნიუმისა და კალიუმის ნაკლებობა დიდ როლს თამაშობს კუნთების ტკივილში. ეს ელემენტები განაპირობებს წყლის და მარილის ბალანსის შენარჩუნებას ორგანიზმში.
7. წამლების მიღება
სწორედ ანემიის ზოგიერთი მედიკამენტი იწვევს კუნთების სპაზმს.
8. ორსულობა
ის აისახება სისხლის მიმოქცევასა და ნერვულ სისტემაზე ქალების შემთხვევაში და შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი ფეხის კუნთებში.
9. ავადმყოფობა
დიაბეტი, დეპრესია, ხერხემლის დაავადება შესაძლოა გახდეს ფეხების ტკივილის მიზეზი, სხვა სიმპტომებთან ერთად.