ჩინური კალენდრის თანახმად, თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ, რომ ის გავლენას ახდენს თქვენზე და არსებულ გარემოზე, რომელშიც ცხოვრობთ.
ადამიანები, რომელთა დაბადების წლები 0 და 1 ციფრით მთავრდება, ისეთი სურვილებით გამოირჩევიან, მაგალითად როგორიცაა კომფორტის ზონის შექმნის მოთხოვნა. პირადი სივრცე თქვენთვის უმნიშვნელოვანესია. კარგი იქნება იყოთ მეტად თავშეკავებული. თქვენი სურვილია, რომ უფრო დამოუკიდებელი გახდეთ. არ მიაქციოთ ყურადღება სხვის რჩევებს, როდესაც გრძნობთ, რომ ისინი სიმართლეს არ გეუბნებიან და ცივი გონებით იმოქმედეთ. კარიერაზე ორიენტირებული ხართ და სავარაუდოდ, დასახულ მიზნებს მიაღწევთ, რადგან ამბიციური ხართ.
ურთიერთობებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ შეიძლება ამ საკითხში სისუსტეს იჩენდეთ. დიდი შანსია ვერ შეძლოთ ურთიერთობის შენარჩუნება, თუ თქვენი პარტნიორი არ დაგეხმარებათ და ისე არ დაგიჭერთ მხარს, როგორც ამას მისგან მოითხოვთ.
წყალი ადაპტაციასთანაა კავშირში. თქვენ შემოქმედებითი, ემოციური და მგრძნობიარე ადამიანი ხართ . იმის უნარი გაქვთ, რომ ადამიანებს შეხედულებები შეაცვლევინოთ და მათ ჩამოყალიბებაში თქვენივე სიტყვები დაეხმაროთ. შეიძლება თქვენი ფრაზებიც კი გაიმეორონ.
იმის მაგივრად, რომ დომინანტი პარტნიორი იყოთ, უფრო მაკონტროლებელი პარტნიორის როლის მორგებას შეძლებთ.
ადამიანების კეთილგანწყობის მოზიდვა შეგიძლიათ. თქვენს საუბარს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ეს გეხმარებათ იმაში, რომ უფრო მიმზიდველი გახდეთ. თუმცა, ზოგჯერ შეიძლება ვიღაცას გულგრილ ადამიანადაც მოეჩვენოთ. დარწმუნდით, რომ ადამიანები თქვენს კეთილგანწყობას და კარგ ხასიათს სათავისოდ არ იყენებენ.
ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, არამხოლოდ იმიტომ, რომ ის ძლიერების სიმბოლოა, იმიტომაც, რომ ესთეტიკური გარეგნობა აქვს და ახერხებს ყოველგვარ ამინდს გაუმკლავდეს.
4 და 5- ამ ციფრის გავლენა შემდეგს გულისხმობს: ასეთი ადამიანები კეთილდღეობას აფასებენ, ცდილობენ გამოცდილება, ცოდნა შეიძინონ და საკუთარი თავი განავითარონ. სათანადო შედარება იქნება, თუ თქვენს პიროვნებას შემდეგი სიტყვებით აღვწერთ: პოზიტიური, დინამიური და პერსპექტიული.
გადაწყვეტილებების მიღება არ გიჭირთ, ამიტომ სამსახურშიც ყველაფერი რიგზეა. თქვენი უნარები მსგავს ადგილას ყოველთვის გამოგადგებათ. გარდა ამისა, თქვენ კარგი მენეჯერი და შესანიშნავი ორგანიზატორი ხართ.
ყველაზე კარგი ამბავი კი ის არის, რომ თავდაჯერებული ხართ და საყვარელ ადამიანებს აღელვებთ ის, თუ როგორ იქნებით. თქვენ მათ სიკეთეს და სითბოს 100% -ით დაუბრუნებთ. ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ საკუთარ თავს ხშირად არ აძლევთ იმის საშუალებას, რომ წინ წახვიდეთ და ინიციატივა გამოიჩინოთ. გაუხსენით თქვენს თავს ახალი გზები, რომ ახალი შესაძლებლობები გამოჩნდეს.
ამ შემთხვევაში ცეცხლი მოქმედებასა და ვნებას წარმოადგენს. ადამიანები, რომელთა დაბადების წლის რიცხვები 6 და 7-ით მთავრდება კონკურენტუნარიანები არიან.
ასევე, ის ხშირად შეიძლება იყოს სასტიკი, იმპულსური და აგრესიული. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ნაკლებად აწუხებთ. უყვართ სიყვარული და ადამიანების მიმართ ამ გრძნობის გამოხატვა. ამას ავლენენ მხოლოდ იმ პიროვნებების მიმართ, რომლებიც ძალიან მოსწონთ. თქვენ გსიამოვნებთ ურთიერთობა, თავისი ეტაპებით და ვნების ქარ-ცეცხლშიც დიდი ხნით რჩებით. პროფესიულ ნიუანსებზე საუბრისას კი უნდა აღნიშნოს, რომ, თქვენ კარგი ლიდერი ხართ და გსურთ, მიაღწიოთ წარმატებას ყველა საქმეში.
დედამიწა არის ის, რაც ათასობით ორგანიზმს სიცოცხლეს შთაბერავს, უზრუნველყოფს აუცილებელ სტაბილურობას, უსაფრთხოებისა და სიმტკიცის გრძნობას. დედამიწის მსგავსად, თქვენც მომთმენი ხართ და ფრთხილი ბუნება გაქვთ. გადაწყვეტილებებს ცხელ გულზე არ იღებთ, ნათელი აზროვნება გაქვთ, რაც ადამიანს კარგ მრჩევლად გახდომას უქადის. თქვენი გამოცდილება სხვა ადამიანებს ეხმარება საკუთარი შინაგანი მხარის გამოვლენაში. პასუხისმგებლიანი და ერთგული ხართ, ასევე კარგი ინტუიციაც გაქვთ.
წარმატებას მიაღწევთ ბიზნეს საქმიანობაში, რადგან გადაწყვეტილებების კონტროლი კარგად გამოგდით. ცდილობთ საყვარელი ადამიანები არ მოატყუოთ და გონივრულად იმოქმედოთ.