სწრაფი კვების ობიექტმა Subway-მ რესტორნების რაოდენობით, მთავარ კონკურენტს, "მაკდონალდს" გადაუსწრო და მსოფლიოში რესტორნების ყველაზე დიდი ქსელის ტიტული მოიპოვა.
The Wall Street Journal-ის ცნობით, 2010 წლის ბოლოსთვის Subway-ს მსოფლიოში 33 749 რესტორანი ჰქონდა გახსილი, "მაკდონალდსს" კი- 32 737. მხოლოდ აშშ-ში Subway- მ "მაკდონალდს" რესტორნების რაოდენობით, ჯერ კიდევ 9 წლის წინ გადაუსწრო.
Subway-ს რესტორნების ქსელის მოგება წელიწადში 4,7 მილიარდ დოლარს შეადგენს. რესტორნების ქსელი მხოლოდ აშშ-ში, ყოველდღიურად 10.5 მილიონი დოლარის სენდვიჩებს ყიდის.