8 რეალური მიზეზი, როგორ გააკეთო ეკონომია პრაქტიკულად ყველაფერზე - Marao

8 რეალური მიზეზი, როგორ გააკეთო ეკონომია პრაქტიკულად ყველაფერზე

2020-04-15 16:17:48+04:00


მარტივი, მაგრამ აუცილებელი რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ფინანსების დაზოგვაში. თუკი წინა კვირის განმავლობაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგიწიათ უამრავი საყოფაცხოვრებო საშუალების, პროდუქტის შეძენა, ახლა ნამდვილად დადგა დრო, როცა ფიქრობთ, როგორ გადაანაწილოთ ფინანსები სწორად აუცილებლად შესაძენ ნივთებზე. ამას ემატება ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი. ჩვენ მივაგენით მარტივ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ ოჯახის ბიუჯეტის დაზოგვასა და სწორად განკარგვაში.

The Best Days to Shop in 2020

შეადგინეთ მენიუ ერთი კვირით ადრე

  • ჩამოწერეთ, რა პროდუქტები გჭირდებათ კვირის განმავლობაში, იმისათვის, რომ კვირაში ერთხელ მოგიწიოთ სახლიდან გასვლა. ამით დაზოგავთ დროს, თუ რა მიირთვათ დღისა და კვირის განმავლობაში და ერთი საფიქრალით ნაკლები გექნებათ. აუცილებლად მიჰყევით ჩამოწერილ სიას, არ მოიმარაგოთ ზედმეტი პროდუქტები. ვინაიდან არ ვიცით, რამდენ ხანს გაგრძელდება არსებული მდგომარეობა, ამიტომ აუცილებელია ფინანსების დაზოგვა. შეძენილი პროდუქტებით შეგიძლიათ მარტივი და გემრიელი კერძების მომზადება, მით უმეტეს, რომ სოციალური ქსელები სავსეა მარტივი რეცეპტებით.
How Latinas are increasingly influencing what products you will be ...

დაგეგმეთ კვების განრიგი

  • შეეცადეთ, რომ ოჯახის ყველა წევრმა ერთ დროს მიირთვას და ვახშმის თუ სადილის მოსამზადებლად ერთი დრო აირჩიეთ. ეს რეჟიმი დაგეხმარებათ დროის ეფექტურად გადანაწილებასა და წონის შენარჩუნებაში. შეათანხმეთ ყველასათვის ოპტიმალური კვების განრიგი. გადაანაწილეთ საკვები ულუფების მიხედვით. ასე თავიდან აიცილებთ ზედმეტი საკვების მიღებას და წონაში მომატებას. არ დაგავიწყდეთ ოჯახის წევრებისთვის საყვარელი ხილის, თხილეულის, შოკოლადის მომარაგებაც.
Why is it important to eat dinner as a family? | MNN - Mother ...

გამოიყენეთ სმარტფონზე აპლიკაციები

  • ეს დაგეხმარებათ, ონლაინდაათვალიეროთ მარკეტები, სადაც მოცემულია პროდუქტები თავიანთი ღირებულებით. ასე დაზოგავთ თანხას და ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ ქათმის, მაკარონის, წიწიბურას თუ სასურველი ტკბილეულის შეძენა. დაგეგმეთ კვირაში ერთი ან ორი დღე, რომელიც დაეთმობა შენაძენის გაკეთებას.
5 Reasons Why Buying Products Online Makes Sense - Find your ...

ნაკლები დრო შხაპზე

  • იბანავეთ ტაიმერის დაფიქსირებით. ჩაინიშნეთ დრო, რამდენი ხანი გჭირდებათ ბანაობისთვის, მიღებულ ციფრს გამოაკელით 1 წუთი და დააყენეთ ზარი, რომელიც ყველა წყლის პროცედურის დასრულებას შეგატყობინებთ. ერთწუთიანი ეკონომია არ აისახება ბანაობის ხარისხსა და თქვენს განწყობაზე, სამაგიეროდ, დაზოგავთ თანხას და წყლის მოხმარებას.
7 tips for a better bathtime - Today's Parent

ოთახიდან გამოსვლისთანავე გამორთეთ სინათლე

  • კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ოთახში არსებული სინათლის დაზოგვა თქვენი იქ არყოფნისას აისახება თქვენსავე ფინანსებზე.
How to Light a Modern Bedroom | Lighting Guide & Tips

შეამცირეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამოყენება

  • ჩაიდანი, ყავის მადუღარა, უთო - საკმაოდ ბევრ ელექტროენერგიას მოიხმარს. სარეცხის მანქანაც დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას საჭიროებს. ამიტომ შეამცირეთ ეს დრო და კვირაში ერთხელ გამოყავით რეცხვისათვის.
Samsung WF45M5500 Washing Machine Specs - CNET

შეამოწმეთ ტელეფონი ფასიან გამოწერებზე

  • სახლში ყოფნის პერიოდში ბევრმა კომპანიამ გამოიჩინა ინიციატივა ვარჯიშებსა და წიგნების საკითხავ აპლიკაციებზე უფასოდ სარგებლობის თაობაზე. შესაბამისად, უმჯობესია თქვენს ელექტრონულ საფულეზე მიბმული აპლიკაციები დროებით გამორთოთ და ისარგებლოთ იმით, რაც უფასოდ გაქვთ მოცემული. გაითვალისწინეთ, რომ ნებისმიერი დანაზოგი თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე აისახება.
Reasons To Go For Mobile App Development For Your Business

გამოიყენეთ დახმარების პროგრამები

  • დღესდღეობით გადავსებულ საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უმჯობესია, თუკი სერიოზული არაფერი აღგენიშნებათ, დარჩეთ სახლში და გამოიყენოთ ონლაინდახმარების პროგრამა ან  სამედიცინო დაწესებულების ექიმის ონლაინკონსულტაცია. ასე თავიდან აიცილებთ ზედმეტად სავარაუდო ინფიცირებულებთან კომუნიკაციას და უფრო მეტად იქნებით დაცული.
Online consultation platform DocsApp offers SDK integration

წყარო: goodhouse