თუკი ჰაერის უკმარისობას გრძნობთ, მკერდის არეში ტკივილი გაგიმძაფრდათ, გიჭირთ სუნთქვა, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ხოლო მანამ, სანამ ექიმს ელოდებით, არსებული მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა.
როდის უნდა გამოვიძახოთ ექიმი
- თუკი გრძნობთ ქვემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სუნთქვის გართულება და ჰაერის უკმარისობა არა მარტო პნევმონიას ახასიათებს, არამედ გულის სხვა დაავადებებსაც, ინსულტს, ტვინის დაზიანებებს, ასევე დაავადებებს, რომლებიც საშიშია სიცოცხლისთვის. აუცილებლად დარეკეთ სასწრაფოში, თუკი აღგენიშნებათ:
- სიცხის უეცარი მატება 38.5 გრადუსიდან ზემოთ
- გიჭირთ სუნთქვა
- გრძნობთ ტკივილს მკერდის არეში და განიცდით დისკომფორტს
- ჰაერის უკმარისობა გაქვთ
როგორ შევიმსუბუქოთ სუნთქვის გართულება
- აუცილებლად მიიღეთ სწორი პოზა
- სუნთქვის პრობლემის დროს ზურგზე წოლა დაუშვებელია. უმჯობესია, დაწვეთ მუცელზე, სახით ქვემოთ. უმჯობესია თავი ჩამოდოთ სავარძლის სახელურზე ან რამდენიმე ბალიშზე; მეორე ვარიანტი კი, ბორტგამცილებლების რეკომენდაციის მსგავსად, მოკეცილ მდგომარეობაში ჯდომა, ხელებით მუხლების ჩახუტება და თავის ქვემოთ დახრა არის სასარგებლო ამ მომენტში.
- გააკეთეთ რამდენიმე სუნთქვითი ვარჯიში.
- სუნთქვითი ვარჯიშები სასარგებლოა ნებისმიერ დროს, ამ პერიოდში კი განსაკუთრებით. ყველაზე უბრალო ვარჯიშებიც კი მიმართულია სუნთქვის გაუმჯობესებასა და სისხლისთვის მეტი რაოდენობით ჟანგბადის მიწოდებაზე. ამიტომ რეკომენდებულია დღეში 5 წუთი დაუთმოთ სუნთქვით ვარჯიშებს. თუკი გიჭირთ სუნთქვა, გააკეთეთ შემდეგი მარტივი ვარჯიში: ღრმად ჩაისუნთქეთ და 5-6 წამი შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ ნელ-ნელა ამოისუნთქეთ ისე, რომ ფილტვები დაცარიელდეს. გაიმეორეთ რამდენჯერმე, შემდეგ კი შეეცადეთ, დაახველოთ. ამ სავარჯიშოს ჩატარების შემდეგ შესაძლოა თავბრუსხვევა იგრძნოთ, მაგრამ თუ მას გონების გაფანტვა არ ერთვის, მაშინ სანერვიულო არაფერია.
გისურვებთ ჯანმრთელობას.
წყარო: goodhouse