მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლა ნამდვილად გვაქვს საკმარისი დრო, სხვადასხვა ნახატითა და ფერადი ვარიანტებით ექსპერიმენტებისათვის. შეგიძლიათ უბრალოდ სტიკერებითა და სტანდარტული ფერებით შეღებოთ, თუმცა ექსპერიმენტების სურვილის შემთხვევაში მოიფიქრეთ თემა და არჩეულ სტილში მოუხმეთ იდეებს.
ახლა კი განვიხილოთ წლის ყველაზე აქტუალური ტრენდები.
ნატურალურობა
- მდგრადი მოდა გახდა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი კვების კუთხითაც კი. კვების რაციონში კერძებიც კი უკვე სეზონური პროდუქტებით, ხილით და ბოსტნეულით, ადგილობრივი წარმოების ხორცპროდუქტებით არის გაჯერებული, რომელსაც ვენდობით საკვებად მიღებისას. პასკა - კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გადახედოთ ტრადიციებს. მიუხედავად საღებავების დიდი არჩევანისა, ბუნებრივი შესაღები საშუალებების გამოყენება ბევრად უსაფრთხო და ჰარმონიული ალტერნატივაა. ამისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭარხალი, სტაფილო, ჯანჯაფილი, ყავა და ჩაი.
აკვარელი
- მათთვის, ვინც ბავშვობის ნოსტალგიებშია და ხატვის გაკვეთილები მოენატრა, შეუძლია ახლა გამოიყენოს ეს შანსი. ამისათვის დაგჭირდებათ აკვარელის საღებავი, თხელი ფუნჯი და ცოდაოდენი ფანტაზია. ღებვის დაწყებამდე დააფინეთ პარკი იმისათვის, რომ დალაგების პროცესი არ გაჭიანურდეს საღებავის გამო. როგორც იცით, აკვარელი არ არის მდგრადი საღებავი. ამიტომ არ დაგავიწყდეთ თქვენი შემოქმედება დასრულებისთანავე დააფიქსიროთ ფოტოს სახით, ვინაიდან ფერი სწრაფად გადასვლას ექვემდებარება.
ომბრე
- გეომეტრია ფერთა მსუბუქი გადასვლებით, მიანიჭებს თქვენს სააღდგომო კვერცხებს ელეგანტურობის ელფერს. თქვენი სტუმრები და გამომწერები ნამდვილად მოხიბლულები დარჩებიან! დაუმატეთ ჯამში რამდენიმე კოვზი სასურველი ფერის საღებავი, აიღეთ კვერცხი, მოათავსეთ ფერად სითხეში რამდენიმე წუთით. შემდეგ გარეცხეთ კვერცხი, გააზავეთ ფერი წყლით იმისათვის, რომ შეთხელდეს კონსისტენცია და მიიღოთ სხვა შეფერილობა. ამის მერე კვლავ ჩაუშვით კვერცხი ჯამში მეორე მხრიდან.
მარმარილო
- კვერცხის შეღებვის ეს ვარიანტი გამოიყურება საკმაოდ რთულად, თუმცა ტექნიკა საკმაოდ მარტივია. ერთადერთი საიდუმლო ინგრედიენტი ზეთია. კვერცხი მოათავსეთ ღია ფერის საღებავის ჯამში. ეს იქნება ფონი შემდეგი გამოცდილებისთვის. შემდგომ ამოიღეთ კვერცხი ჯამიდან, აცადეთ გაშრობა და კვლავ ჩაუშვით ჯამში, ამჯერად უფრო მუქი ტონალობის საღებავში. არ დაგავიწყდეთ შეურიოთ რამდენიმე წვეთი ზეთი.
დეკორაციის იდეები დაათვალიერეთ ჩვენს ფოტოგალერეაში.წყარო:marieclaire