ადამიანების უმეტესობა საყვარელი კერძის მირთმევისას პურს მაგიდაზე დანამატის სახით იყენებს. ამ ჩვევას კი სასარგებლოს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ: ცხიმიანი ხორცი, მარილიანი პროდუქტები, პელმენი და სხვა კერძები უმჯობესია პურთან ერთად არასდროს მიირთვათ.

საყვარელი შაქრის შემცველი პროდუქტები
- თაფლი, მურაბა და მსგავსი ტკბილი პროდუქტის მირთმევა პურთან ერთად დაუშვებელია. კუჭი შედეგად მძიმდება და ცუდად აისახება განწყობაზე. სწორედ იგივე წესი ვრცელდება მარილიან პროდუქტებზეც.

მოთუშული და მარილიანი ბოსტნეული
- ასეთი პროდუქტების მირთმევაც პურთან ერთად აკრძალულია, აგრეთვე, ნებისმიერი ტიპის ფაფის მირთმევა დაუშვებელია პურთან ერთად. საქმე იმაშია, რომ პური შეიცავს დიდი რაოდენობით სახამებელს, რაც საჭმლის მონელების პროცესს ართულებს.

პელმენი
- აკრძალულ კატეგორიაში შედის პელმენიც. როგორც წესი, ის სწორედ საფუარის შემცველი ცომით მზადდება, რომელიც კიდევ დამატებით პურთან ერთად არ უნდა მიირთვათ. ეს პირდაპირ აისახება თქვენს წონასა და საჭმლის რთულად გადამუშავებაზე.

სოკოს ჟულიენი
- საერთოდ, სოკოს დიეტოლოგები ყველაზე მძიმედ გადასამუშავებელ საკვების სახეობად მიიჩნევენ. პურის ნაჭრის დამატებით კი სოკოს კერძები რთულად მოსანელებლად გადაიქცევა.

მაკარონი
- მაკარონი და კარტოფილი ის პროდუქტია, რომელთან ერთად პური საერთოდ არ უნდა მიირთვათ, ვინაიდან ეს ყოველივე დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავს.

წყარო: steaklovers