როგორ მოვქსოვოთ ჩანთა მაკრამეს მეთოდით (ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ) - Marao

როგორ მოვქსოვოთ ჩანთა მაკრამეს მეთოდით (ინსტრუქცია ნაბიჯ-ნაბიჯ)

2020-04-28 09:24:45+04:00


ახლა მშვენიერი პერიოდია ზაფხულის მოდური ლუქის მოსაფიქრებლად. აუცილებელია აქსესუარები, რომლებიც ტანისამოსს მთლიანად სტილს უცვლის, მით უმეტეს, როცა ეს აქსესუარი ჩანთაა. თუკი ეკოლოგიურ, მოდურ ჩანთას ეძებ, მაშინ მაკრამე იდეალური ვარიანტია.

ამ ლამაზი აქსესუარის შესაქმნელად დაგჭირდება 1.5 საათი. სულაც არ არის აუცილებელი განსაკუთრებული ქსოვის ნიჭი, სანაცვლოდ კი ზაფხულის საღამოებისთვის იდეალური ჩანთა გექნება.

завязывание квадратных узлов

დაგჭირდებათ

  • 2 ხის კალამი
  • 32 ნაჭერი საქსოვი თოკი 28 სანტიმეტრის სიგრძით
завязывание второго ряда

როგორ მოვქსოვოთ

  • დაამაგრეთ სახელურზე 16 ძაფი, შემდეგ კი ყოველი ოთხი ძაფისგან კვადრატული კვანძები გააკეთეთ.

соединение нитей двух ручек

  • პირველი ორი ძაფი დატოვეთ თავისუფალი მომდევნო მწკრივში და თავიდან გაკვანძეთ კვადრატებად. განაგრძეთ ამ ფორმით დაწნა ბოლომდე.
  • შეკარით 6 მწკრივი, პირველი და მეორე მწკრივის მსგავსად. მეშვიდე მწკრივზე შეაერთეთ ძაფები ორივე მხრიდან და განაგრძეთ 10 მწკრივად კვადრატული კვანძებით.

расстояние между рядами

  • იმისათვის, რომ შიგთავსი მოცულობითი და ტევადი იყოს, წნულებს შორის დატოვეთ ცოტაოდენი მანძილი, დაწყებული მეათე მწკრივიდან.

плетение нижней и боковой сторон

  • 15 მწკრივის შემდეგ შეაერთეთ კალმები და გაყავით ჩანთა ორ ნაწილად. ახლა კი გადადით ძირის და გვერდების დაწნაზე მჭიდრო კვანძებით.
  • მოაჭერით ზედმეტი ძაფები და გადმოაბრუნეთ ჩანთა მეორე მხარეს.
обрезание лишних ниток

თუკი გსურთ, ნაქსოვი სხვა ზომის იყოს, ექსპერიმენტისთვის გაზარდეთ ძაფების და მწკრივების რაოდენობა, სახელურის ნაცვლად კი შეგიძლიათ ძველი ჩანთის სახელურები გამოიყენოთ. შეარჩიეთ სასურველი ფერის ძაფი და ზაფხულის ტრენდული ჩანთაც მზად არის.

Как сделать стильную сумку с элементами макраме своими руками ...

წყარო: sovkusom