რომელი თვისებები იმალება სინამდვილეში შენი საყვარელი ფერის მიღმა - Marao

რომელი თვისებები იმალება სინამდვილეში შენი საყვარელი ფერის მიღმა

2020-05-01 10:39:19+04:00


თქვენი საყვარელი მანიკიურის ფერი ბევრ რამეს ამბობს თქვენზე. სილამაზის პროცედურების დასრულებისას ფრჩხილის ლაქის არჩევანით თქვენ შესახებ მკვეთრ განცხადებას აკეთებთ. როგორც აღმოჩნდა, ადამიანი იმ ფერისკენ მიიწევს საბოლოოდ, რომელიც მის პიროვნულობას უსვამს ხაზს. მანიკიურის სპეციალისტი მიშელ სონდერსი ადამიანების ინდივიდუალიზმს შემდეგნაირად განმარტავს:

image

წითელი

  • ჟოლოსფერი მანიკიური კლასიკურად ითვლება, რომელმაც დროს გაუძლო, ხოლო ცეცხლისფერი წითელი ხაზს უსვამს ელეგანტურობასა და უდარდელობას.

image

შავი

  • სწორ და წვეტიან ფრჩხილებზე შავი მანიკიური თავდაჯერებულობაზე მეტყველებს. ტიპური #GirlBoss სწორედ ამ ფერს ირჩევს.

image

ნეონისფერი

  • რამდენადაც ნეონის ლაქი მკვეთრი და ხმამაღალია, მისი წასმისას შეუძლებელია ვინმემ ვერ შეგნიშნოთ. თუკი ამ ფერს მიანიჭეთ უპირატესობა, თქვენ კომუნიკაბელურ და ავანტიურების მოყვარულ პიროვნებად ითვლებით.

image

თეთრი

  • თანამედროვე თეთრი ლაქის გამოყენება თქვენს ლუქს ახალგაზრდულ ელემენტს შემატებს. ვინც ამ ფერს ირჩევს, თანამედროვე და თავდაჯერებულია.

image

ლურჯი

  • ეს ფერი უნივერსალურად და ექსპერიმენტულად ითვლება, მიანიშნებს ადამიანის კრეატიულობასა და შორსმჭვრეტელობაზე.

image

ნუდი

  • ამ ფერს თავდაჭერილი და მორცხვი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. იდეალურად ერწყმის ნებისმიერ შემთხვევას.

image

პასტელი

  • თუკი მსუბუქი, რბილი და მშვიდი პასტელური ფერი მოგწონთ, ეს თქვენს რომანტიკულობას უსვამს ხაზს.
image

ვარდისფერი

  • ვარდისფერი მანიკიური მხიარული, ფლირტის მოყვარული გოგონას განწყობაზე მიგვანიშნებს სინამდვილეში.
image

Oxblood

  • ეს პრეტენზიული წითელი - ყველაზე სექსუალურია მანიკიურებს შორის. თუკი სწორედ ეს ფერია თქვენი საფირმო ტონალობა, მაშინ ნამდვილად მელიის ცბიერი ბუნებით ხართ დაჯილდოებული.

Nails Manicure GIF - Find & Share on GIPHY

წყარო:harpersbazaar