4-10 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის - Marao

4-10 მაისის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2020-05-04 12:20:55+04:00


4 მაისი, მთვარე სასწორის ზოდიაქოში გადადის 11:10-ზე და აქ დარჩება ხვალაც.

ქალებს სილამაზისა და ჰარმონიისკენ სწრაფვის სურვილი უჩნდებათ. ჩაიტარეთ კოსმეტიკური პროცედურები. მოუფრთხილდით თირკმელებს. შეამცირეთ ხორცეული და მარილიანი საკვები. მიიღეთ ხილი, დალიეთ მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

პლუსი - თავად გაიკეთეთ მანიკიური და სახის მკვებავი ნიღბები.

მინუსი - კარგია აბანო; მოერიდეთ გარეგნობის შეცვლის რადიკალურ მეთოდებს.

6 მაისი, 11:05-ზე მთვარე ესტუმრება მორიელის ზოდიაქოს.

გამძაფრებულია ემოციები და გრძნობები. მოერიდეთ რისხვის, ეჭვიანობის გამოვლენას. კარგია მედიტაცია, ლოცვა, ენერგეტიკული პრაქტიკები.

პლუსი - კონტრასტული შხაპი, სულიერი პრაქტიკები, კანის გაახალგაზრდავება.

მინუსი - მოუფრთხილდით ენდოკრინულ და საშარდე ბუშტის სისტემას.

8 მაისი, 11:25-დან მთვარე იქნება მშვილდოსნის ზოდიაქოში.

კანისთვის გამოიყენეთ ცხიმიანი კრემები, რომლებიც დამზადებულია ორგანულ ცხიმებზე. გაუფრთხილდით ღვიძლს, უარი თქვით ალკოჰოლზე.

პლუსი - ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა.

მინუსი - სიფრთხილე გმართებთ თეძოებთან ვარჯიშის დროს.

10 მაისი, მთვარე თხის რქის ზოდიაქოში გადადის 13:38-ზე.

გაუფრთხილდით კბილებს, ძვლებს.

კარგია - პედიკიური, პილინგი

ცუდია - კბილების მკურნალობა.

ენერგეტიკულად მაისი აპრილზე უკეთესი თვეა. სიყვარულის პლანეტა ვენერა ტყუპის ზოდიაქოში იმყოფება, რაც გააადვილებს ფლირტს. 7 მაისს ახალმთვარეობას ველოდებით მორიელის ნიშანში. ამ დღეს (+/-2) ემოციურობა იმატებს. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად იყავით, გატეხილ გულს ვერ გაამთელებთ და ნათქვამი სიტყვების დავიწყებაც გაგიჭირდებათ.

ვერძი

ძველი კავშირები უნდა დაივიწყოთ. უქმეებზე დასვენება და ძალების აღდგენა არ გაწყენთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და სავარაუდოდ, ცხოვრების მეგზურთან ელით შეხვედრა.

კვირის რჩევა: თუ მართლა გიყვართ პარტნიორი, პატარ-პატარა უსიამოვნებებზე თვალი უნდა დახუჭოთ.

კვირის საუკეთესო დღე: ორშაბათი და სამშაბათი.

კურო

ნუ შეუწყობთ ხელს ჭორების გავრცელებას, ეს სიკეთეს არ მოგიტანთ; არც კოლეგასთან რომანის დაწყება იქნება კარგი იდეა. დაფიქრდით, მეუღლის სიტყვებზე/ქცევაზე ზედმეტად ემოციურად ხომ არ რეაგირებთ.

კვირის რჩევა: მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

კვირის საუკეთესო დღეები: შაბათი და კვირა.

ტყუპი

ილაპარაკეთ ყველაფერზე, მაგრამ არა პირად თემებზე და განსაკუთრებით - კოლეგებთან. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მეტი რომანტიკა გმართებთ. შეგიძლიათ უქმეებზე რომანტიკული ჟანრის ფილმებს უყუროთ, სასიამოვნო ემოციებით დაიმუხტოთ.

კვირის რჩევა: თუ მოინდომებთ, გაწყვეტილ კავშირსაც აღადგენთ.

კვირის საუკეთესო დღეები: ხუთშაბათი და პარასკევი.

კირჩხიბი

მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან. განსაკუთრებით, ფინანსურ თემაზე. ჩხუბით რამეს მოიგებთ? მარტოხელები იყავით თავდაჯერებულნი და მოემზადეთ ბედნიერი ცვლილებისთვის.

კვირის რჩევა: თუ ხვდებით, რომ საყვარელი ადამიანი შეიცვალა, მიზეზის ძებნას შეუდექით.

კვირის საუკეთესო დღეები: ხუთშაბათი და პარასკევი.

ლომი

შეყვარებული ადამიანი ვერ ამჩნევს პარტნიორის ნაკლოვანებებს, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ. მეუღლეს თქვენი სითბო, რომანტიკა და სიყვარული სჭირდება. ფულს გამოუსადეგარ ნივთებზე ნუ დახარჯავთ.

კვირის რჩევა: სურვილების ასრულების პერიოდი დაგიდგებათ.

კვირის საუკეთესო დღე: პარასკევი.

ქალწული

საყვარელ ადამიანს პირდაპირ სთხოვეთ, რაც გსურთ და რთულ მანიპულაციებს მოეშვით. ყველაფერში მას ნუ დაადანაშაულებთ და პატიების თხოვნის მიზნით საკუთარ მიზნებს ნუ აისრულებთ. უქმეებზე ოჯახის წევრებისთვის რაიმე გემრიელი მოამზადეთ, თავად კი გახსოვდეთ დიეტა.

კვირის რჩევა: საყვარელი ადამიანი თქვენი ორიგინალურობით გააკვირვეთ.

კვირის საუკეთესო დღე: ორშაბათი.

სასწორი

მოიმატებს თქვენი პოპულარობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებში. ცვლილებებისა და ექსპერიმენტების დრო დაგიდგათ. უქმეებზე ონლაინწვეულება მოუწყვეთ მეგობრებს. მეუღლის კრიტიკა და რჩევები მშვიდად მოისმინეთ.

კვირის რჩევა: რომანტიკული თავგადასავლის დროსაც კი უსაფრთხოება უნდა დაიცვათ.

კვირის საუკეთესო დღე: ორშაბათი.

მორიელი

იღბალი გამოცდას მოგიწყობთ და თქვენს გრძნობებს საიმედოობაზე გამოცდის. გადახედეთ სიტუაციას და საკუთარი შეცდომები აღიარეთ, თუ პარტნიორთან კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვანია. მარტოხელებს შეუყვარდებათ და დაქორწინებასაც გადაწყვეტენ.

კვირის რჩევა: ფინანსების გამო რომანტიკულ განწყობას ნუ გაიფუჭებთ.

კვირის საუკეთესო დღე: ოთხშაბათი.

მშვილდოსანი

ახალი იდეების განსახორციელებლად თანამოაზრეები გჭირდებათ. მოიმატებს ოპტიმიზმი. საყვარელი ადამიანი მიახვედრეთ, რომ რომანტიკული ცვლილებებისთვის მზად ხართ.

კვირის რჩევა: იყავით ხალისიანი, ერთად მოწყენას ერთად მხიარულება ჯობია.

კვირის საუკეთესო დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და პარასკევი.

თხის რქა

საყვარელ ადამიანთან თბილი და რომანტიკული საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ. თუ ადამიანი არ მოგწონთ, მეგობრებად დარჩენა ღიმილით (და არა უხეშად) შესთავაზეთ. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობას. მოერიდეთ მძიმე და მსუყე საკვებს.

კვირის რჩევა: ნუ გაიტანჯავთ თავს უსიამოვნო მოგონებებით, ახალი და მხიარული თავგადასავლებისთვის მოემზადეთ.

კვირის საუკეთესო დღეები: პარასკევი და კვირა.

მერწყული

მოსაწყენად ვერ მოიცლით, ცვლილებებით აღსავსე პერიოდი გელოდებათ. უქმეებზე გადახედეთ წარსულს და რაც არ გჭირდებათ, ურნაში მოისროლეთ. როცა დაირეგულირებთ პირად ცხოვრებას (და უსაფუძვლო ეჭვიანობასაც თუ მოეშვებით, მთლად უკეთესი), შინაგან ჰარმონიასაც მიაღწევთ.

კვირის რჩევა: გახსოვდეთ, რომ ხშირი კამათი იმუნიტეტს ასუსტებს.

კვირის საუკეთესო დღეები: სამშაბათი და ოთხშაბათი.

თევზები

გრძნობების დამალვა გაგიჭირდებათ. ამიტომ, ჯობია, გაახმოვანოთ ის, რაც გულში გაქვთ. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი სიკეთეს არ მოგიტანთ. მარტოხელებმა გაუღიმეთ, ეფლირტავეთ იმ ადამიანს, ვინც მოგწონთ. გადადგით პირველი ნაბიჯი და ისიც გამოიწევს თქვენკენ.

კვირის რჩევა: წვრილმანებზე კამათს არ გირჩევთ. ჩხუბის მიზეზი მალევე დაგავიწყდებათ, წყენა კი დიდი ხნით დაგრჩებათ გულში.

კვირის საუკეთესო დღე: ორშაბათი.