თუკი ფიქრობთ, გარნირად მხოლოდ სალათების გამოყენება არის შესაძლებელი, მაშინ თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს. ტრადიციული იტალიური ჩხირები, გრისინები კერძისა და გარნირის ფუნქციას ერთდროულად კარგად ითავსებს.
ვიზუალურად პურის ჩხირებს ჰგავს, არომატული გემო, ხრაშუნა შიგთავსი ნივრის სოუსში. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია. იდეალურად ჩაანაცვლებს თეთრ პურს.
ინგრედიენტები
- ხორბლის ფქვილი 500 გ
- წყალი 280 მლ
- მშრალი საფუარი 1.5 ჩაის კოვზი
- შაქარი 2 ჩაის კოვზი
- ნივრის ფხვნილი 0.5 ჩაის კოვზი
- ნაღები სუფრის კოვზი
- იტალიური შესაკმაზი ბალახეული 0.5 ჩაის კოვზი
მომზადების წესი
- შეურიეთ თბილი წყალი, საფუარი და შაქარი 3 სუფრის კოვზ ნაღების ზეთში და ნახევარ ჩაის კოვზ მარილში ღრმა ჯამში. მიიღეთ ელასტიკური ცომი. დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ 7 წუთის განმავლობაში. ცომი მოათავსეთ საცხობ ფორმაში. მანამდე ზეთი წაუსვით ფორმას, დააფარეთ პირსახოცი, აცადეთ 1-2 საათი.
- როცა გაიზრდება ცომის მოცულობა, დაანაწევრეთ ბურთულებად. ეს რაოდენობა გეყოფათ 12 პურის ჩხირზე. ნაჭრებს მიეცით გრძივი ფორმა და მოათავსეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე. დააფარეთ საჭმლის პარკი და აცადეთ 40 წუთი იმისათვის, რომ კიდევ ცოტა გაიზარდოს მოცულობაში.
- შემდეგ მოათავსეთ ქურაში 200 გრადუსზე 12 წუთით, ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე.
- მოამზადეთ ნაღების მასა. გაადნეთ 3 სუფრის კოვზი ნაღების კარაქი, შეურიეთ იტალიური შესაკმაზი ბალახეული, ნივრის ფხვნილი და ნახევარი ჩაის კოვზი მარილი.
- პურის გამოცხობის შემდეგ წაუსვით მიღებული მასა და მიართვით ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
გემრიელად მიირთვით!
წყარო: sovkusom