1. ეკონტაქტებით ადამიანებს, რომლებიც თქვენს ენერგიას ისრუტავენ
ტოქსიკური ურთიერთობები თქვენ გამოფიტვას იწვევს. შედეგად, ეს წრე, როგორც პირად ურთიერთობებს, ასევე მეგობრებსაც ითვალისწინებს. თუკი ადამიანი მუდამ წუწუნებს, ნეგატივსა და ემოციების ზღვას არ იშურებს, თქვენი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არის. რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი ასეთი ადამიანებისგან.
2. დროს არ ატარებთ ბუნებაში
ვირტუალური სამყარო ძალიან დიდ დროს გართმევთ, რეალობასთან კავშირს გაკარგვინებთ და შედეგად, ვერ გრძნობთ გარშემო სილამაზეს. გადით სუფთა ჰაერზე, წაიღეთ წიგნი, მოკალათდით ხის ქვეშ. დატკბით სიმწვანით.
3. სტრესს თქვენი მართვის უფლებას აძლევთ
სტრესი თანამედროვე ცხოვრების განუყრელი ნაწილი გახდა. როგორიც უნდა იყოს სტრესის წყარო, აუცილებელია გიყვარდეთ თქვენი თავი. გამონახეთ დასვენებისთვის დრო. ნუ მისცემთ სტრესს საკუთარ თავთან ურთიერთობის დანგრევის საშუალებას.
4. არ ზრუნავთ საკუთარ თავზე
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზეა საუბარი. ნეგატიური აზრები ამოიგდეთ გონებიდან. ოპტიმისტური განწყობა აუცილებელია გონებისთვის.
5. უარყოფთ მიწასთან კონტაქტს
ფეხშიშველმა ისეირნეთ, შეეხეთ ბალახს ხელით და დააკვირდით გარემოს. სენსორული კავშირი საკმაოდ მნიშვნელოვანია თქვენი სულიერი განვითარებისთვის.