ბურაქ ოზჩივიტი თურქეთის ყველაზე მომხიბვლელ მსახიობად მიიჩნევა. ის პოპულარულია საქართველოშიც და ჩვენთანაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. ოზჩივიტი ქართველმა მაყურებელმა სერიალ "დიდებული საუკუნით“ გაიცნო, თუმცა ყველაზე დიდი პოპულარობა და აღიარება მას სერიალმა Kara Sevda-მ მოუტანა, რომელშიც პარტნიორობას მომხიბვლელი თურქი მსახიობი ნესლიჰან ათაგული უწევდა.
ბურაქ ოზჩივიტის და ნესლიჰან ათაგულის Kara Sevda პირველი და ერთადერთი თურქული სერიალია, რომელიც "ემის" დაჯილდოების გამარჯვებული გახდა.
ბურაქ ოზჩივიტი მსახიობ ფაჰრიე ევჯენზეა დაქორწინებული. წყვილს ერთი შვილი, ვაჟი, სახელად, ქარანი ჰყავს.
ვარსკვლავური წყვილის ვაჟის ფოტოები მშობლებმა "ინსტაგრამზე“ ახლახან გამოაქვეყნეს. ბიჭუნამ სოციალური ქსელები დაიპყრო და განხილვის საგნად იქცა არა მარტო თურქ საზოგადოებაში, არამედ საქართველოშიც. გაგრძელება