იმერული ხაჭაპური მარტივად სახლის პირობებში ია ძაგანიასგან (რეცეპტი) - Marao

იმერული ხაჭაპური მარტივად სახლის პირობებში ია ძაგანიასგან (რეცეპტი)

2020-05-18 10:28:12+04:00


ყველასათვის საყვარელი და გემრიელი კულინარიული შოუს "მასტერშეფის" პირველი სეზონის გამარჯვებული, ია ძაგანია, ცნობილია ტრადიციული კერძების მრავალფეროვანი მომზადების წესით, გამონაკლისი არც ახლა აღმოჩნდა. საქართველოს პირველმა "მასტერშეფმა" ამჯერად თავის გამომწერებს ყველასათვის საყვარელი ხაჭაპურის თავისებური ვერსია შესთავაზა, რომელიც საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია სახლის პირობებში.

ია ძაგანია პირველი ქართული ...

ინგრედიენტები

  • ფქვილი 400 გრ
  • საფუარი 3 - 4 გრ
  • წყალი 260 გრ
  • მარილი 3 გრ
  • ზეითუნის ზეთი 20 გრ

შიგთავსი

  • იმერული ყველი 300 გრ
  • სულგუნი 150 გრ
  • კვერცხი 1 ცალი
  • სურვილისამებრ ბურატა

Imeruli khachapuri – One of Georgia's most popular type of cheese ...

მომზადების წესი

  1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაამატეთ გაცრილი ფქვილი, მარილი, ზეთი და მოზილეთ 10-12 წუთის განმავლობაში
  2. გადააკარით საკვების გამჭვირვალე ქაღალდი და დადეთ თბილ ადგილას 20-25 წუთით, როცა აფუვდება დაყავით 170 გრ ბურთულებად
  3. პარალელურად გაახურეთ ღუმელი 250 გრადუსზე, მოამზადეთ შიგთავსი, გახეხეთ ყველი წვრილად, დაუმატეთ კვერცხი და დაყავით 140 გრ გუნდებად.
  4. აიღეთ ცომის გუნდა და ხელით გააბრტყელეთ ისე რომ ცენტრში უფრო მეტი ცომი იყოს, მოათავსეთ ყველი და შეკარით დიდი ხინკლის პრინციპით, შემდგომ კი მაქსიმალურად გააბრტყელეთ.
  5. გამოაცხვეთ 8-10 წუთი, სანამ არ დაიბრაწება ზედაპირი.
Image result for imeruli khachapuri | Food, Delicious, Tasting

წყარო: instagram