ბოლო დროს მაია ასათიანის "ინსტაგრამის" გვერდზე ხშირად ჩნდება ლამაზი გოგონას ფოტოები. ბევრი ამსგავსებს მას მაიას და სწერენ კიდეც, ნათესავი ხომ არ არისო.
ცოტა ხნის წინ თავად მაიამ დაწერა: "ბევრი მეკითხებით, ვინაა ეს გოგო. ვერო ჩემი უმცროსი დაა".
მართლაც, ვერონიკა კალანდარიშვილი, საკმაოდ წარმატებული მსახიობი, მაია ასათიანის უმცროსი დაა - ისინი დედით ერთნი არიან.
როგორც ვერონიკა ამბობს, მას ბავშვობიდან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მაიასთან და როგორც ჩანს, ახლა, ბოლო წლებში კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდა.
გთავაზობთ ამონარიდს ვერონიკას ინტერვიუდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნდა და იქ ისაუბრა მან ცნობილი დის შესახებ:
"შიში მქონდა იმის, რომ მაია ასათიანის დად აღმიქვამდნენ. ძალიან მინდა, საზოგადოებისთვის ვერო ვიყო. ალბათ, ამას მაინც ვერ გავექცევი და თავიდან ყველასთვის მაია ასათიანის და ვიქნები, რასაც უნდა შევეგუო. ყოველთვის მინდა, რაღაცას ჩემით მივაღწიო. მაია წარმატებულია და ჩვენი შუათანა დაც საკმაოდ წარმატებული ადამიანია. თითქოს იმის კომპლექსი მქონდა, რომ მათ ფონზე დაჩაგრული ვიყავი და, ამიტომ, აუცილებლად უნდა მიმეღწია წარმატებისთვის. ნაბოლარა ვარ დებს შორის და ამიტომ ყველა განსაკუთრებულად ზრუნავს ჩემზე. ადრე ეს მაღიაზიანებდა, მაგრამ მერე აქედან სარგებლობის მიღებაც ვისწავლე.
– მშობლები რა პროფესიის გყავს?
– მამა ფიზიკოსია. განათლებით დედაც ფიზიკოსია, მაგრამ ამჟამად კონფლიქტოლოგია. საერთოდ, სხვადასხვა პოლუსზე ვართ. ამიტომ, ყველას გაუკვირდა, თეატრალურ უნივერსიტეტში რომ გადავწყვიტე ჩაბარება.
– ანუ შენ და მაია დედით ერთნი ხართ?
– დიახ, თუმცა ეს არასდროს მიგრძნია, რადგან ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ერთად გავიზარდეთ. როგორც შუათანა დასთან ვარ, ისე ვარ მაიასთანაც. მაიას თითქოს დედური ინსტინქტებიც აქვს ჩემ მიმართ, რადგან ასაკით საკმაოდ პატარა ვარ მასზე. ყოფილა შემთხვევა, დედასთან კამათის გამო გაბრაზებული, მაიასთან მივსულვარ. მაია ყოველთვის ძალიან კარგ რჩევებს მაძლევს. მან იცის, როგორ დამაწყნაროს. ამიტომ, მის რჩევას ყოველთვის ვენდობი. ყველაზე მეტად ზეგავლენის მოხდენა ჩვენს ოჯახში, ალბათ, მაიას ეხერხება. ხასიათითაც განსხვავებულები ვართ – მე უფრო იმპულსური ვარ, მაია კი წყნარი და გაწონასწორებული ადამიანია. მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობაში კი ნამდვილად ვგავართ ერთმანეთს". გაგრძელება + ფოტო