ზოგჯერ წონის დაკლება აუცილებელია, რადგან ეს ხელს უწყობს იმ დაავადებების შეჩერებას ან შემსუბუქებას, რაც სწორედ წონის პრობლემამ გამოიწვია.
ჩვენი დღევანდელი გმირი კეტოდიეტის მომხმარებელი იყო. თავიდან მას დაკლება გაუჭირდა, მაგრამ არ დანებდა და შედეგს თავადაც ხედავთ.
”22 წლის გახლავართ. ბიბლიოთეკარი ვარ. წლების მანძილზე მიწევდა ბრძოლა პრობლემებთან, სტრესთან, სანამ კომპეტენტურ ადამიანს არ მივაკითხე. შემდეგ კი 45 კილოგრამი დავიკელი.
ჩემი ისტორია
ბავშვობიდან ჭარბწონიანი ვიყავი. თავი ლამაზად არასდროს მიმაჩნდა. ამის მიუხედავად, ყოველთვის მხიარული, მეგობრული გოგონა ვიყავი. მოზარდობის პერიოდში სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდი. დიდხანს არც არაფერი შეცვლილა და ჩემმა წონამ 120 კილოგრამს გადააჭარბა.
- ორი წლის წინ მივხვდი, რომ უნდა მესწავლა ემოციებთან გამკლავება და ასე საკვებთან ურთიერთობასაც დავალაგებდი. ამ ფიქრების პარალელურად, გამოკვლევაზე წავედი. დადგინდა, რომ აუტოიმუნური დაავადება მაქვს, რის გამოც წამლების რეგულარულად მიღება მომიწევდა.
- ამ საკითხის შესწავლა გადავწყვიტე და გავარკვიე, რომ კეტოგენურმა დიეტამ სავსებით შესაძლებელია გააუმჯობესოს ჩემი მდგომარეობა და წონაში დაკლებაში დამეხმაროს.
გავიგე ძირითადი პრინციპები. ვისწავლე, როგორ მოვამზადო კერძები შესაფერისი პროდუქტებით.
შემდეგ გადავედი საკვების ინტერვალით მიღებაზე. ამაში 12-საათიანი შესვენება იგულისხმება. ახლა შემიძლია საკვები მივიღო შუადღიდან საღამოს 6 საათამდე, დანარჩენ დროს კი მხოლოდ ჩაის, ყავას და წყალს ვსვამ. ეს ყველაფერი ჩემს ყოველდღიურ გრაფიკზეა მორგებული.
რასაც ახლა მივირთმევ:
- საუზმე: როგორც წესი, მე საუზმობა, ფაქტობრივად, არ მიწევს და დილით მხოლოდ ყავას მივირთმევ. კეტოდიეტას თუ იცავთ, შეგიძლიათ ლორიანი კვერცხი მიირთვათ.
- სადილი: კარაქში მომზადებული ლობიო, სუნელებით.
- შემდეგ: ნიგოზი, ყველი.
- ვახშამი: ქათამი ან საქონლის ხორცი ყავისფერი ბრინჯით, ზოგჯერ ბოსტნეულითაც.

ჩემი ვარჯიშები
წონის დაკლება რომ გადავწყვიტე, პირველ წელს მსგავსი არაფერი გამიკეთებია. ახლა, ჩემი განწყობიდან გამომდინარე, კვირაში ორჯერ ან ხუთჯერ ვვარჯიშობ. ძირითადად, დილით ვვარჯიშობ, იმ პერიოდში, როცა საუზმეს მიირთმევენ. სხვა დღეებში კარდიოს მივმართავ და კუნთების ვარჯიშებსაც. სპორტდარბაზშიც დავდივარ, მაგრამ სახლშიც მომწონს ამის კეთება.

რა დამეხმარა
პირველ რიგში, ნახშირწყლებზე ფაქტობრივად უარი განვაცხადე. ყოველ შემთხვევაში, იმ რაოდენობით აღარ ვიღებდი. ეს ნაბიჯი ჩემი ემოციების მართვაშიც დამეხმარა.
მეორეც, დავიწყე იმის მონიტორინგი, თუ რას ვჭამ. შევისწავლი უამრავ ახალ (და ძირითადად უსიამოვნო) პროდუქტს. ასე რომ, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა უფრო ადვილი იყო, ვიდრე შორიდან ჩანდა.
დაბოლოს, სახლში დავიწყე მზარეულობა. შევწყვიტე სწრაფი კვების ობიექტებში სიარული, რაც ძალიან დამეხმარა. მომბაძეთ და თავს მაშინვე გაცილებით უკეთ იგრძნობთ! ახლა უფრო ადვილია გავუმკლავდე დაავადებას და არ ვიფიქრო იმაზე, თუ რა შედეგს გამოიწვევს ტორტის ზედმეტი ნაჭერი, რადგან ის ჩემთვის უბრალოდ აღარ არსებობს."

წყარო: cosmo.ru