არაჟნის "სალოჟენიკი" უკრაინულად - Marao

არაჟნის "სალოჟენიკი" უკრაინულად

2020-08-10 09:57:27+04:00


გთავაზობთ უკრაინული სამზარეულოს ტრადიციული დესერტის რეცეპტს.

ინგრედიენტები:

  • კვერცხი 3 ცალი
  • არაჟანი 315 გ
  • ხორბლის ფქვილი 45 გ
  • შაქარი 100 გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩ/კ
  • ლიმონის ცედრა გემოვნებით
  • ვანილინი გემოვნებით

მომზადება:

  1. ათქვიფეთ კვერცხი და არაჟანი მიქსერით, ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, ვანილინი, ცედრა.
  2. მიღებული მასა ჩაასხით მაფინების ფორმაში.
  3. აცხვეთ 20-30 წთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!