28 წლის მომღერალმა და მსახიობმა ნინო ნინიძემ, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, მონაწილეობა მიიღო გულახდილ ფოტოსესიაში. მსახიობმა ამის ამსახველი ვიდეოები და ფოტოები "ინსტაგრამგამომწერებს" გაუზიარა.
47 წლის მსახიობის, მაქსიმ ვიტორგანის მეგობარი გოგონა სექსუალურ მინი-კაბაში გამოეწყო. შავი გამჭვირვალე ნაჭერი მის სხეულს საკმაოდ კარგად გამოკვეთდა, რამაც გამომწერების აღფრთოვანებული რეაქციები დაიმსახურა. რუსული ტელესერიალის, "არ არის ძმაზე უკეთესის" ვარსკვლავმა კაბას ყავისფერსა და შავ ფერში გაწყობილი ქუსლზე ჩექმები შეუხამა, სტილისტებმა კი მოდური სველი ვარცხნილობა გაუკეთეს. მსუბუქი მაკიაჟი ოქროსფერ ტონებში იყო შერჩეული, ფრჩხილებს კი მკვეთრი ლაქი უმშვენებდა.
"ინსტადედოფალი" კომოდზე მჯდომარე პოზირებს. "როგორც ჩანს, ეს არ არის საკმარისი" - ამ წარწერით გამოაქვეყნა ნინომ ფოტო. გამომწერებმა კი კომპლიმენტებით შეამკეს: "მოდელის ტანი გაქვს", "სასწაული ხარ", "როგორც ნამდვილი მანეკენი, მკვეთრი და ლამაზი", "უზომოდ სექსუალური და მკაცრი სახის გამომეტყველება გაქვს".
ნინიძეს თავის პირად გვერდზე თავის ვაჟთან ერთად გადაღებული ვიდეო უდევს, რომელიც მსახიობ კირილ პლეტენევისგან შეეძინა. მსახიობი 4 წლის საშას უყვება ადამიანის ორგანიზმის შესახებ. "ჩემი ჟანგბადი. ვთამაშობთ, ვსწავლობთ, ერთ ადგილზე არ ვჩერდებით, შეძლებისდაგვარად." - წაუწერა ვიდეოს ახალგაზრდა დედამ, შვილი კი სახალისო და საინტერესო დასკვნებით ახარებს დედას.
პოპულარული ქერა ლამაზმანი სექსუალურ ბიკინებში პოზირებდა თავისი მეგობარი მამაკაცისთვის ომანში მოგზაურობის დროსაც. წყვილი ერთმანეთის მისამართით სახალისო კომენტარებს არ იშურებს.
წყარო: cosmo