უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი სიმღერა (+ video) - Marao

უიტნი ჰიუსტონის უკანასკნელი სიმღერა (+ video)

2012-05-23 16:57:15+04:00

მანამ უიტნი ამქვეყნიდან წავიდოდა, მისი ცხოვრება და კარიერა კვლავ აღმავლობის ხანას განიცდიდა, რაზეც მომღერლის უკანასკნელი ნამუშევარი Celebrate მეტყველებს.

უიტნიმ ეს სიმღერა ფილმი Sparkle-ისთვის ჯორდინ სპარკსთან ერთად ჩაწერა. ჰიუსტონის გარდაცვალების შემდეგ, Billboard Music-ის დაჯილდოების ცერემონიალზე, ჯორდინმა მომღერლის ხსოვნის პატივსაცემად მისი უკვდავი ჰიტი - I Will Always Love You შეასრულა. ამ ფაქტის შემსწრე ბობი კრისტინას გული აუჩუყდა.

Celebrate კი უიტნიმ სიკვდილამდე 4 დღით ადრე შეასრულა.

Sparkle - ეს 1976 წელს გადაღებული ფილმის რიმეიკია. ფილმში ჰიუსტონი სამი შვილის დედაა. გოგონები ძალიან მუსიკალურები არიან, თუმცა უამრავ პრობლემას შეეჯახებიან, როცა ცნობილები გახდებიან.

ფილმის სიუჟეტი რაღაცით 60-იან წლებში ძალიან პოპულარული ჯგუფის, The Supremes-ის ისტორიას ჰგავს. ჯგუფის სოლისტი დაიანა როსი გახლდათ. ჯორდინ სპარსი ახალ ვერსიაში უიტნი ჰიუსტონის ერთ-ერთი ქალიშვილის როლს ასრულებს.

ფილმზე რიმეიკის გადაღების პირველი მცდელობა რეჟისორ სალიმ აკილს ჯერ კიდევ 12 წლის წინ ჰქონდა. მაშინ ფილმის დასრულება ვერ მოხერხდა, რადგან ერთ-ერთ როლზე დამტკიცებული R&B ვარსკვლავი ალაია ავიაკატასტროფაში დაიღუპა (2001). ასე რომ, ალაია ახლა ამომავალმა პოპმომღერალმა ჯორდინ სპარკსმა შეცვალა.

"Celebrate-ის ჩაწერის დასრულების შემდეგ ყველა ავცევკვდით, - იხსენებს პროდიუსერი ჰარვი მენსონ-უმცროსი, - უიტნი მთელი არსებით მიეცა გართობას".

ფილმის მსოფლიო პრემიერა 2012 წლის აგვისტოში გაიმართება. მანამდე კი ნახეთ ვიდეორგოლი.