ეშლი გრეჰემი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც არ რცხვენიათ ცელულიტებისა და "სტრიების" გამოჩენის - Marao

ეშლი გრეჰემი და სხვა ვარსკვლავები, რომლებსაც არ რცხვენიათ ცელულიტებისა და "სტრიების" გამოჩენის

2020-05-27 09:49:07+04:00


გოგონები სილამაზის დევნაში მუდამ წონის კონტროლში არიან. ზოგი უკიდურეს დიეტებს მიმართავს გასახდომად, ზოგი კი იმატებს წონაში. შედეგად ტანზე "სტრიები" და ცელულიტი ჩნდება, თუმცა მათ თავიანთი თავები უყვართ ისეთები, როგორებიც არიან. სოციალურ ქსელშიც ამის დემონსტრირებას არ ერიდებიან. "ფორთოხლის ქერქის" დამალვა დღესდღეობით აღარ არის აუცილებელი.

Ashley Graham's thighs are the stars of her new swim campaign ...

ეშლი გრეჰემი

  • ეშლი "ფლას საიზ" მოდელებში პირველია თავისი ფორმებით და წონით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მისი ფოტო ჟურნალის ყდისთვის ფოტოშოპით მუშავდება, მოდელი "ინსტაგრამზე" ხშირად აქვეყნებს ბიკინებში ფოტოებს, სადაც "ფორთოხლის ქერქი" საკმაოდ მარტივი შესამჩნევია, თუმცა ეს მას დისკომფორტს ნამდვილად არ უქმნის და გოგონებსაც მოუწოდებს იმისაკენ, რომ არ დამალონ თავიანთი პრობლემები.
Hilary Duff critiquée pour sa cellulite - Gala

ჰილარი დაფი

  • მას შემდეგ, რაც ვაჟი გააჩინა, საკმაოდ მოიმატა წონაში, მის იდეალურ ფეხებზე კი ცელულიტი გაჩნდა. პაპარაცებმა მოახერხეს და გადაუღეს "წარმატებული" ფოტოები, მაგრამ ვარსკვლავმა გადაწყვიტა საკუთარ გვერდზეც თავისი ზედმეტი წონის დემონსტრირება ყოველგვარი შელამაზების გარეშე, წარწერით: "ყველას უყვარს ამის განხილვა და ყურება".
Demi Lovato Praised For Showing Her 'Cellulite' In Her First ...

დემი ლოვატო

  • მომღერლის "ინსტაგრამი" სავსეა ფოტოებით, სადაც სპორტით არის დაკავებული. თუმცა მოიპოვება ფოტოებიც, სადაც საცურაო კოსტიუმში პოზირებს. გამომწერებმა მოახერხეს და დემის საინტერესო ფოტოები უკვე გაავრცელეს სოციალურ ქსელში, სადაც კარგად ჩანს "სტრიები" და ცელულიტი მის სხეულზე.
Jaiyeorie .. GIST FOR YOU: Cornrows & Cellulite: Kelly Rowland ...

კელი როულენდი

  • კელი არ შეუშინდა ზურგიდან გადაღებული ფოტოს გამოქვეყნებას, სადაც კარგად ჩანს "სტრიები" და ცელულიტი, თუმცა გოგონა ხშირად აქვეყნებს დაფოტოშოპებულ სურათებს.
Кто из звезд не стесняется неидеальной фигуры | Журнал GraziaMagazine

ქეითლინ ბრისთოუ

  • მოკლე კაბა და ფეხის ფეხზე გადადება უადგილოა, თუკი ფეხებზე ცელულიტები გაქვს, თუმცა ტელევარსკვლავი არ შეუშინდა კრიტიკას და თვლის, რომ საკმაოდ ესთეტიკურია ღრმულები ფეხებზე.

10 знаменитостей о том, почему они не переживают из-за целлюлита ...

ისკრა ლოურენსი

  • კიდევ ერთი მოდელი, რომელსაც არ ეშინია თავისი ჭარბი წონის, ცელულიტების, ზურგსა და მუცელზე ნაკეცების დემონსტრირების. ისკრას დიდი ხანია დაავიწყდა, რა არის ფოტოშოპი, მაგრამ იცის სწორი პოზირება და რაკურსი, რაც ვიზუალურად ცუდად არ წარმოაჩენს. მას საკმაოდ სიამოვნებს თავისი ნაკლებად იდეალური სხეულის საჯაროდ გამომზეურება.

Jourdan Dunn looks sensational in a skimpy white bikini as she ...

ჯორდან დანი

  • კარგი პრესი და ლამაზი ფეხები სრულიად შეუსაბამოა ცელულიტთან და "სტრიებთან". ამ ფაქტს ამყარებს მოდელი ჯორდან დანი, რომელიც არ უშინდება საკუთარი სხეულის ფორმების "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებას.
Целлюлит на обложке глянца: как

წყარო: cosmo