ეს სიტუაცია თითქმის ყველა გოგონასთვის ნაცნობია: დილით მნიშვნელოვან შეხვედრაზე წასვლამდე ცხვირზე, შუბლზე, ტუჩზე ან ლოყაზე უცებ გამონაყარი ჩნდება, რაც განწყობის გაფუჭების გარანტიაა.
როგორ შევნიღბოთ გამონაყარი სახეზე?
1. დაატენიანე პრობლემური ადგილი
- უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ ანთებითი პროცესი ტრავმირებულ კანზე ჩნდება, რაც ტენიანობის დაკარგვით არის გამოწვეული და იწყებს აქერცვლას. ტონალური კრემის წასმით პრობლემურ ადგილს კიდევ უფრო მეტად აზიანებ. ასე რომ, აიღე ჩვეულებრივი დამატენიანებელი კრემი და წაისვი გამონაყარზე.
2. არ დაგავიწყდეს კორექტორი
- როგორ შევნიღბოთ გამონაყარი კოსმეტიკის მეშვეობით? თუკი წითელი გამონაყარი გაქვს, მაშინ მწვანე ფერის კორექტორი დაგჭირდება: პიგმენტი განაპირობებს სიწითლის დამალვას; ხოლო თუკი პრობლემური კანი ლაქას გაგონებს, მაშინ ვარდისფერი ან ფორთოხლისფერი კორექტორი უნდა გამოიყენო.
3. გამოიყენე კონსილერი და ფუნჯი
- როგორც წესი, კონსილერის გამოყენება უმჯობესია თითის ბალიშების მეშვეობით, თუმცა ეს კანის ნორმალური მდგომარეობის დროს, ხოლო ანთებითი პროცესის დროს თითით უფრო მეტად გააღიზიანებ. შესაბამისად, სიწითლეც გაიზრდება. უმჯობესია გამოიყენო ფუნჯი და კონსილერი. საგულდაგულოდ გადაანაწილე მისი მეშვეობით.
4. გაათანაბრე ფერი
- კორექტორისა და კონსილერის გამოყენების შემდეგ უნდა გაათანაბრო კანის ფერი. როგორ შევნიღბოთ სახლის პირობებში გამონაყარი? გამოიყენე ჩვეულებრივი ტონალური კრემი, კუშონი ან პუდრი. მთავარია, დაიტანო გამონაყარზე სპონჟის ან ფუნჯის მეშვეობით.
5. გადაიტანე ყურადღება
- მაკიაჟის კორექტირება აუცილებელია ისე, რომ ყურადღება ტუჩებმა და თვალებმა მიიქციოს. მაშინ სახეზე გამონაყარს უკვე ყურადღებას არავინ მიაქცევს (სწორად შენიღბვის შემთხვევაში).
წყარო: cosmo