"თუ მეუღლესთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, დასვით კითხვა, როგორ გრძნობს ის თავს თქვენ გვერდით, მოსწონს საკუთარი თავი?" - ფსიქოლოგი ქართველი წყვილების მთავარ პრობლემებზე - Marao

"თუ მეუღლესთან ურთიერთობაში პრობლემები გაქვთ, დასვით კითხვა, როგორ გრძნობს ის თავს თქვენ გვერდით, მოსწონს საკუთარი თავი?" - ფსიქოლოგი ქართველი წყვილების მთავარ პრობლემებზე

2020-06-03 16:37:08+04:00


ცოლ-ქმრის ურთიერთობაში შესაძლოა, რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გაუცხოების პრობლემა დადგეს და ერთმანეთის ისე აღარ ესმოდეთ, როგორც წლების წინ. მსგავსი პრობლემის წინაშე შეიძლება ახალდაქორწინებულებიც აღმოჩნდნენ და რამდენიმე წლის ცოლ-ქმარიც. რა არის ურთიერთობების ძირითადი ხელშემშლელი ფაქტორი, რაში დაგეხმარებათ წყვილების ფსიქოლოგი და რა დროს უნდა მიმართოთ მას - გვესაუბრება ქცევითი ანალიტიკოსი და ფსიქოლოგი მარიამ კვარაცხელია-ზირაქაშვილი.

- წყვილების ფსიქოლოგია საკმაოდ კომპლექსური და რთული მიმართულებაა, მათი კონსულტირება კი სპეციფიკურ, ვიწრო დარგობრივ ცოდნას მოითხოვს. წყვილის თანადროული კონსულტირება კონსულტანტის მხრიდან ფასილიტაციის მაღალ უნარებსა და წყვილთა ფსიქოლოგიის სიღრმისეულ ცოდნას მოითხოვს.

ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთან ეს სფერო ძალიან განვითარებულია. ჩვენს შემთხვევაში, უფრო ხშირია წყვილების ინდივიდუალური კონსულტაცია, ცალ-ცალკე მისვლა და პრობლემის ამგვარად დამუშავება. წყვილები დახმარებას მიმართავენ მაშინ, როდესაც თანაცხოვრების სხვადასხვა ასპექტში, გარკვეული დისკომფორტის სერია იწყება, როდესაც წყვილი ვეღარ იღებს სიამოვნებას და აქ არ იგულისხმება მხოლოდ სექსუალური სიამოვნება, არამედ თანაცხოვრების სიამოვნება და საერთო თემა, რომელიც შეიძლება ცოლ-ქმარს აღარ გააჩნდეს. პრობლემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სიგნალად უნდა ჩავთვალოთ თვითაღქმა - ანუ როგორ აღიქვამ საკუთარ თავს პარტნიორის გვერდზე. თუ ეს შეგრძნება გაუარესდა და გარკვეულ დისკომფორტებს ქმნის, რეკომენდებულია წყვილმა მიმართოს სპეციალისტს.

- ძირითადად, რა პრობლემების გამო მოგმართავთ ცოლ-ქმარი, რაში სჭირდებათ ხოლმე დახმარება?

- სექსუალური პრობლემებით ძალიან ხშირად მოგვმართავენ ხოლმე. თუ ეს პრობლემა მხოლოდ ფიზიოლოგიური ხასიათის არ არის და მენტალური ბლოკებიდან მომდინარეობს, ჩვენ ვმუშაობთ მათ დახმარებაზე.

ხშირად ორივე პარტნიორი ჯანსაღია, არ ჰქონიათ მსგავსი პრობლემა სხვასთან, თუმცა ემოციური შეუთავსებლობის გამო ვერ ახერხებენ სიამოვნების მიღებას კონკრეტულ პარტნიორთან. გაგრძელება