სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება წონაში დაკლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შედეგების სწრაფად მისაღებად კი მხოლოდ წყლის დალევა სულაც არ არის აუცილებელი:
ჩვენ ვიცით რამდენიმე ჯანსაღი კოქტეილის რეცეპტი, რომლებიც არამხოლოდ მდიდარია ვიტამინებით, არამედ ზედმეტი ცხიმების გაქრობაც შეუძლია.

ეს 5 კოქტეილი დაგეხმარებათ შთამბეჭდავი ეფექტის მიღწევაში. შეგიძლიათ ალტერნატიული ვერსიებიც გააკეთოთ სმუზების სახით და სხვადასხვა ინგრედიენტი დაამატოთ.
ნიახურის კოქტეილი
ნიახური ერთ-ერთია, რომელსაც დაბალი კალორიული შემცველობა აქვს. ანუ თქვენი სხეული უფრო მეტ ცხიმს წვავს, ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. ამიტომ, ასეთი კოქტეილი არა მარტო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, არამედ წონაში დაკლებაშიც ხელს შეგიწყობთ.
- ნიახური (მცირედიც საკმარისია)
- უცხიმო იოგურტი - 50 გრ.
- ცაცხვი - 1 ც.
შეურიეთ ნიახური, იოგურტი და ცაცხვი, შემდეგ კი ათქვიფეთ ბლენდერში. უმჯობესია, კოქტეილი ჭამამდე ერთი საათით ადრე დალიოთ - ამ შემთხვევაში ის დაგეხმარებათ, რომ მოგვიანებით ჭამის სურვილი ნაკლებად გქონდეთ ან სულაც შედარებით ცოტა მიირთვათ.

დარიჩინი თაფლით
დარიჩინი ცნობილია თავისი დამხმარე ფუნქციებით, რომლებიც სწორედ წონაში კლებას ეხება. აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემას და ინსულინის გამომუშავებას უწყობს ხელს. ამიტომ დიეტის დროს ეს უნდა გვახსოვდეს. მოამზადეთ ჯანსაღი გასახდომი კოქტეილი ამ რეცეპტის მიხედვით:
- თბილი წყალი - 1 ჭიქა.
- დარიჩინი - 0,5 ჩ.კ.
- ნატურალური თაფლი - 1 ჩ.კ.
თაფლი და დარიჩინი თბილ წყალს დაუმატეთ, გააჩერეთ ღამით და დალიეთ უზმოზე, ორი კვირის განმავლობაში. ამ კოქტეილმა ამ დროის მანძილზე, მინიმუმ 2-3 კილო უნდა დაგაკლებინოთ!

კოქტეილი გრეიპფრუტით და ქაცვით
გრეიპფრუტის თვისებების შესახებ, ალბათ, უკვე ყველაფერი გეცოდინებათ. ის წონაში დასაკლებად საუკეთესო რამაა, რაც მართალია, რადგან გრეიპფრუტი უნიკალური ხილია. ის აგვარებს პრობლემებს მეტაბოლიზმთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ჯანჯაფილის ფესვები. ხოლო ქაცვი - ცხიმების წვას ხელს უწყობს. რატომ არ უნდა ავურიოთ ისინი ერთმანეთში?
- თბილი წყალი - 1 ლიტრი
- ნახევარი გრეიპფრუტი
- ჯანჯაფილის ფესვის პატარა ნაჭერი
- ქაცვის სიროფი - 100 გრ
ჯანჯაფილი უნდა გახეხოთ, შემდეგ კი დაასხით თბილი წყალი. ნაჭრებად დაჭრილ გრეიპფრუტს დაამატეთ ქაცვის სიროფი. გააჩერეთ კოქტეილი ერთი საათის მანძილზე, შემდეგ კი დალიეთ მცირე ულუფებით, მთელი დღის განმავლობაში.

ჩაი ჯანჯაფილით და რძით
ჩაის შესანიშნავად შეუძლია ყავის ჩანაცვლება, თუ მას გემრიელ ინგრედიენტებს დავუმატებთ (რაც ნამდვილად გაახალისებს!). ეს სასმელი სანელებლებთან ერთადაა ეფექტური, მაგალითად, ისეთთან, როგორიცაა დარიჩინი. ასე რომ, კოქტეილის დღიური ნორმისთვის შემდეგი ინგრედიენტები დაგჭირდებათ:
- რძე 0,5%-იანი - 1.5 ლიტრი.
- ჩაი პაკეტებში - 4-5 სუფრის კოვზი.
- მუსკატის კაკალი - პატარა კოვზით.
- დარიჩინი - 1 სუფრის კოვზი.
- ჯანჯაფილი - 200 გრ.
მოიმარაგეთ ყველა ინგრედიენტი, გახეხეთ ჯანჯაფილი წვრილი სახეხის მეშვეობით. შემდეგ რძე აადუღეთ, დაამატეთ პაკეტის ჩაი, სანელებლები და გახეხილი ჯანჯაფილი. მისია შესრულებულია! ჩაი დღის განმავლობაში დალიეთ.

ლიმონათი ჯანჯაფილით და პიტნის არომატით
ჯანჯაფილის პიტნის ლიმონათი ცხიმების მოსაშორებლად და გასაჯანსაღებლად მშვენიერი ვარიანტია. თანაც, ის ძალიან გემრიელია! ჯანჯაფილის თვისებები მართლაც უნიკალურია: ის ებრძვის მადას, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ უბრალოდ ნაკლებს მიირთმევთ და ამავე დროს, ის აჩქარებს მეტაბოლიზმს. იხილეთ რეცეპტი:
- წყალი - 2 ლ.
- ახალი ჯანჯაფილის ფესვი.
- ლიმონი - 1 ც.
- დარიჩინი - 1 ს.კ.
- თაფლი - 200 გრ.
- ახალი პიტნა - რამდენიმე ყლორტი.
ჯანჯაფილი წვრილად გახეხეთ თავისი კანითვე, პიტნა დანით დაჭერით, ლიმონი კი პატარა ნაჭრებად. დაასხით ამ ყველაფერს ცივი წყალი, დაამატეთ თაფლი და დატოვეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. თუ დღეში 2 ლიტრს მიირთმევთ და მაქსიმალურად გააკონტროლებთ კალორიებს, მაშინ სასწორზე რომ დადგებით, შედეგს 1 კვირაში შენიშნავთ.


წყარო: www.cosmo.ru