გამოდის, რომ ბანანი სასარგებლოა არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ მცენარეებისთვისაც და ზოგადად, ბაღისთვის.
საქმე იმაშია, რომ ბანანის კანი მნიშვნელოვან ნივთიერებებს შეიცავს, რაც ხელს უწყობს მოსავლის ზრდას და მცენარეების ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს. ბანანის კანი სასუქად შეიძლება გამოვიყენოთ და ის ნერგებისთვის მისწრებაა.
- ბანანის კანი სავსეა მაგნიუმით, რაც ფოტოსინთეზის ოპტიმიზაციას ახდენს, თუ მცენარეებს მზის სხივი არ ხვდებათ. ამიტომ, დახურულ სივრცეში კიდევ უფრო გამოსადეგია. ის მცენარეების ფესვებსაც აძლიერებს.
- რა თქმა უნდა, ბანანის ქერქის გამოყენება ნიადაგის ხარისხსაც აუმჯობესებს და ჯანსაღ მიკროფლორას ქმნის. ეს თქვენს საყვარელ მცენარეებს დაეხმარება, რომ სხვადასხვა დაავადებას წინააღმდეგობა გაუწიონ. უფრო მეტიც, ბუნებრივი სასუქი აუცილებელი საკვები ნივთიერებების ნაკლებობას ებრძვის.
- ბანანის სასუქის დამზადება ძალიან მარტივია. გამოაშრეთ ბანანის კანი: აივანზე, ფანჯრის რაფაზე, ბატარეაზე ან ღუმელში. მოკლედ, როგორც მოგიხერხდებათ. ის შეიძლება ნაწილებად იყოს დაჭრილი ან მთლიანი.
- დარგვისას მოათავსეთ ნიადაგის ზედა ნაწილზე, შემდეგ კი ნიადაგს დააყარეთ და წყალი დაასხით. წყალი ყურადღებით გაანაწილეთ.
ბანანის კანისგან დამზადებული სასუქი უკეთ მოქმედებს სახლისა და ბაღის ყვავილებზე, ბადრიჯანზე, პომიდორსა და მზესუმზირაზე.
წყარო: sovkusom.ru