5 საუცხოო კერძი ბიუჯეტური პროდუქტებით, რომლებიც ივნისში უნდა მოამზადოთ - Marao

5 საუცხოო კერძი ბიუჯეტური პროდუქტებით, რომლებიც ივნისში უნდა მოამზადოთ

2021-06-03 11:26:38+04:00


ზაფხული მოვიდა. უკვე ცხელი სადილების კეთებას დიასახლისები თავს არიდებენ და მარტივად ცდილობენ დღეების გადატანას. ახლა მსუბუქი ნამცხვრების, სალათებისა და ხილ-ბოსტნეულის სეზონია. საზაფხულო სუფრა ბიუჯეტური და მსუბუქი უნდა იყოს. ამიტომ დროა, ქართულ სამზარეულოს ჩვენთვის საუცხოო კერძები დავამატოთ.

ნახეთ 5 საუცხოო კერძი ბიუჯეტური პროდუქტებით, რომლებიც ივნისში უნდა მოამზადოთ

ბოსტნეული გრილზე

ივნისის თვის პირველი მსუბუქი და საუცხოო კერძი გრილზე დამზადებული ბოსტნეული და ხორცია.

ინგრედიენტები:

  • კიტრი
  • პომიდორი
  • ბულგარული წიწაკა
  • ხახვი
  • ნიორი 2 კბილი
  • მწვანილი (გემოვნებით, რომელიც გსურთ)
  • 2 ცალი ქათმის ფილე ან საქონლის ხორცი
  • შავი წიწაკა
  • მარილი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი 1 ს/კ

მომზადების წესი: ამ კერძის მომზადება მართლაც რომ უმარტივესია. თუ სახლში გრილი არ გაქვთ, მაშინ ფოლგა დაგვჭირდება. დაჭერით ბოსტნეული წვრილად, სასურველ ფორმებად, დაამარილეთ, დააყარეთ წიწაკა, დაასხით ზეითუნის ზეთი და ფოლგაში ქათამთან ერთად შეახვიეთ. გააჩერეთ 25 წუთი, 250 გრადუსზე და მსუბუქი სადილი, ბოსტნეული გრილზე უკვე მზადაა.

მექსიკური სიმინდის სალათა

მექსიკელებს ცხარე და მოტკბო საჭმელი უყვართ, ზაფხულობით კი რთული საკვების დასამზადებლად თავს არ იწუხებენ. ესეც მორიგი მარტივი კერძი ივნისისთვის.

ინგრედიენტები:

  • 6 ქილა სიმინდი
  • მარილი (გემოვნებით)
  • ½ მაიონეზი
  • ყველი (ნებისმიერი)
  • ლაიმი 2 ც
  • წიწაკა

მომზადების წესი: კერძის დასამზადებლად ერთ დიდ თასში მოათავსეთ სიმინდი. გახეხეთ ყველი და შეურიეთ სიმინდს. დააყარეთ მარილი გემოვნებით, ½ შეკვრა მაიონეზი, დააწურეთ ლაიმი და წიწაკა. დატოვეთ 30 წუთი, რომ ინგრედიენტები კარგად შეზავდეს და შემდეგ მიირთვით გემრიელად!

ზუჩინის სუში, კიტრის რგოლები

ივნისის თვის მსუბუქი და გემრიელი კერძი კიტრისგან დამზადებული სუშია, რომელიც უმარტივესი, ბიუჯეტური და უგემრიელესია.

ინგრედიენტები:

  • კრემ-ყველი
  • კიტრი 4 ც
  • ლაიმი 1 ც
  • ქათმის ფილე
  • სტაფილო ½
  • სეზამის მარცვლები
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადების წესი: ბოსტნეულის სათლელით გათალეთ კიტრი, ისე, რომ მისგან თხელი ფენები მიიღოთ. ცალკე თასში მოათავსეთ კრემ-ყველი, მარილი, შავი წიწაკა, სეზამის მარცვლები და ლაიმის წვენი. დაჭერით მოგრძო ფორმებად სტაფილო და მოხარშეთ ქათამი. მოხარშული ქათამი წვრილად დაჭერით და სუშის დამზადება დაიწყეთ. გათლილ კიტრში გაახვიეთ სტაფილო, ქათამი და ჯამში გამზადებული ყველიანი მასა. ცოტა გააცივეთ და გემრიელად მიირთვით.

გამომცხვარი ბულგარული წიწაკა

გამომცხვარი ბულგარული წიწაკა ის ერთ-ერთი უმარტივესი კერძია, რომელიც ივნისის თვეში უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ბულგარული წიწაკა
  • 4 კვერცხი
  • ¼ რძე
  • 2 ნაჭერი ძეხვი (ნებისმიერი)
  • შავი წიწაკა
  • მარილი
  • მწვანილი ( სურვილის შემთხვევაში ნებისმიერი)
მომზადების წესი: გარეცხეთ და შუაში გაჭერით ბულგარული წიწაკა, ამოასუფთავეთ და დატოვეთ. ცალკე თასში ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე, მარილი გემოვნებით და შავი წიწაკა. ცალკე დაჭერით ძეხვი წვრილად. ცეცხლგამძლე თასში ჩაალაგეთ ბულგარულები, ჩაასხით კვერცხი და დააყარეთ დაჭრილი ძეხვი თანაბრად, საბოლოოდ, სურვილის შემთხვევაში, მწვანილიც. შედგით გამოსაცხობათ 250 გრადუსზე და ზუსტი დრო კვერცხის კონსისტენციის მიხედვით არეგულირეთ.

სპაგეტი პომიდვრით

ბოლო უმარტივესი კერძი, რომელიც ივნისში უნდა სცადოთ, სპაგეტია. სპაგეტის სეზონი არ გააჩნია, თუმცა ზაფხულში მარტივი გასაკეთებელია და ცივ ყავასაც უხდება.

ინგრედიენტები:

  • სპაგეტი 1 შეკვრა
  • 4 ც ბეკონი
  • 1 პომიდორი
  • 1 კბილი ნიორი
  • ½ ლიმონის წვენი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
მომზადების წესი: მოხარშეთ სპაგეტი და სანამ მოიხარშება, სხვა ინგრედიეტები გაამზადეთ. ტაფაზე დაბრაწეთ წვრილად დაჭრილი ბეკონი და ცალკე თასში მოათავსეთ. დაჭერით პომიდორი წვრილად და დაჭყლიტეთ ნიორი. სპაგეტის მოხარშვის შემდეგ დაუმატეთ ლიმონი, ბეკონი, პომიდორი, ნიორი, წიწაკა და მარილი. დატოვეთ ქვაბში 5-7 წუთი და გემრიელად მიირთვით!