გამხდრებო, გეშინოდეთ: მალე მოდური გამოცემების ყდებს სრული ქალბატონები დაიკავებენ. ესპანური ჟურნალი S Moda გარეკანზე კენდის ჰაფინით - კიდევ ერთი ქვაა ერთ წონაზე გაყინული ნარგავების ბაღში.
მოძრაობა "ჯანმრთელი სხეულისთვის", რომლის ავტორებიც იტალიური "ვოგის" რედაქტორი ფრანკა სოცანი და ტოპ-მოდელი ტიარა ბენკსი გახდნენ, ძალაში შედის.
იდეა უკვე ბევრმა აიტაცა, მათ შორის, ესპანურმა გამოცემამ S Moda-მ, რომელთაც გარეკანისთვის Plus-size მოდელი კენდის ჰაფინი გადაიღეს. 27 წლის ლამაზმანი სავარძელში მხოლოდ ფეხსაცმელსა და სამკაულებშია გამოწყობილი (აღსანიშნავია, რომ სრული ფორმების ფერიები ამჯობინებენ, შიშვლად ან მხოლოდ საცვლებში იპოზიორონ ფოტოკამერების წინ).
კენდისისთვის ეს პირველი გადაღება არ იყო: ის უკვე გამოჩნდა Vogue-ს ყდაზე. ასევე, არაერთხელ პოზირებდა ისეთი მომთხოვნი ფოტოგრაფების წინაშე, როგორებიც არიან სოლვე სუნდსბო და მერტა და მარკუსი.
ხოლო S Moda-სთვის მოდელი დეიმონ ბეიკერმა გადაიღო. ასე თუ გაგრძელდა, ვშიშობთ, თხელ მოდელებს პროფკავშირების შექმნა მოუწევთ. სხვანაირად, ალბათ, გაუჭირდებათ მძიმეწონიან კონკურენტებთან გამკლავება. მხოლოდ ერთიანი ძალებით თუ შეძლებენ დაიბრუნონ ძველი უფლებები.
იხილეთ ფოტოგალერეა