შეამოწმეთ, რამდენად ხშირია ეს ფაქტორები თქვენს ცხოვრებაში.
დიდი ხანია ცნობილია, რომ ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად აუცილებელია სწორი კვება, სპორტი, ძილი და კანის მოვლა. ჩვენ თავი მოვუყარეთ კიდევ 5 მოულოდნელ ფაქტორს, რომლებიც ჩვენს ახალგაზრდულ იერს და სილამაზეს ზიანს აყენებს.
პესიმიზმი
- გარშემო მოვლენების შავ ფერში აღქმა ქრონიკულ სტრესს იწვევს ტვინის უჯრედებზე და აჩქარებს დაბერების პროცესს. ხოლო თუკი ცუდი განწყობა ორი კვირის განმავლობაში არ გცილდებათ, მაშინ მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ, ვინაიდან ეს დეპრესიის ნიშნებია.
მზე
- მზის აბაზანები და მუდმივი რუჯი კანის დაბერების პირველი მტერია. კოსმეტოლოგები გვირჩევენ მზისგან დამცავი საცხების გამოყენებას, რაც ნაოჭების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. მზე აგრეთვე იწვევს პიგმენტურ ლაქებს და კანს ელასტიკურობას უკარგავს.
"სოციალური" მწეველი
- როგორც აღმოჩნდა, აქტიური მწეველის მსგავსად, პასიური მწეველიც ნაადრევად ბერდება. თუკი კოლეგებთან ერთად გადიხართ აივანზე და თამბაქოს მოწევის დროს მათ გვერდით დგახართ, იცოდეთ, რომ თქვენი კანი დაბერების პროცესს იწყებს, ვინაიდან თამბაქო 3800 მავნე ქიმიურ კომპონენტს შეიცავს, რაც ხელს უწყობს დაბერებას.
მარტოობა
- მეგობრებთან ურთიერთობა და მხარდაჭერა ახალგაზრდული იერის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მარტოობა იწვევს კოგნიტური ფუნქციის პროვოცირებას, ხოლო სოციალური ზემოქმედება ტვინის აქტივობას ინარჩუნებს და ბედნიერების ჰორმონის გამოყოფას უწყობს ხელს.
ყავა
- ერთი მხრივ, ყავა ტვინის მუშაობის აქტიური სტიმულატორია, რაც აპათიასთან ბრძოლაში გვეხმარება, ეს კი ახალგაზრდობის შენარჩუნებას განაპირობებს, თუმცა, მეორე მხრივ, ასეთი სასმელების დიდი რაოდენობით გამოყენება დეჰიდროეპიანდროსტერონს იწვევს, რაც ასაკის ვიზუალურად აქტიურად მატებას უწყობს ხელს.
კოქტეილის საწრუპები
- სასმლის მირთმევა საწრუპებით გიყვართ? უმჯობესია, ამ ჩვევაზე უარი თქვათ, ვინაიდან საქმე იმაშია, რომ სახის კუნთები ნაოჭებს აჩენს და შედეგად კანი ნაადრევად დაბერების პროცესს იწყებს.
წყარო: cosmo