Dolce & Gabbana წარმოგიდგენთ 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას სახელწოდებით Matt Silk.
იხილეთ ფოტოგალერეა
ამ მოდელების შთაგონებად 50-იანი წლები გახდა. მხუბუქი და პასტელური ტონები, კლასიკური ფორმები გლამურისა და რომანტიკის ელემენტებს ჰარმონიულად ერწყმის. ფერთა პალიტრა რუხი-ყავისფერი, ალუბლისფერი-წითელი, ცისფერი, ვარდისფერი, ნახშირისფერი შავი ტონებით არის წარმოდგენილი.
მიუხედავად ამისა, რეტრო-სტილის კოლექცია Matt Silk თანამედროვე ტენდენციებსაც მოიცავს. პეპლის ფორმის მოდელების შექმნისას დიზაინერებმა უპირატესობა წარსულს მიანიჭეს, იმ დროს, როცა ბატონობდა სტილი "კატის გამოხედვა". ოპტიკური ჩარჩოების მკაცრი და კლასიკური მოდელები მგრძნობელობის ახალ გამოხატულებად იქცა.
სარეკლამო იმიჯების შექმნისას ფოტოგრაფ ჯამპაოლო სგურის მუზად მოდელი ბიანკა ბალტი გახდა, რომელმაც მზისა და ოპტიკური სათვალეების ახალი კოლექცია სიცილიისთვის დამახასიათებელი მედიდურობით წარმოადგინა.
ფოტოსესია სიცილიურად - სექსუალური "მალენა" ოჯახურ გარემოცვაში