აშშ-ში ბოლო პერიოდში რთული ვითარებაა ბევრი თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოს პირველი ქვეყანაა, ამავდროულად, ის საპროტესტო აქციებშია ჩაძირული, რომელიც აფროამერიკული წარმომავლობის მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა.
ამასთანავე, საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და შემოდგომაზე ამერიკელებმა უნდა გადაწყვიტონ, გააგრძელებს თუ არა დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო მოღვაწეობას.
სოციალურ ქსელებში, სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში სულ უფრო ხშირად ისმის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ამერიკაში მიმდინარე პროცესები, შესაძლოა, სწორედ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ მოქმედებდეს.
დღეს კი, ყოველივეს თან დაერთო პრესაში სტატიები სათაურით: "მელანია ტრამპი დონალდ ტრამპთან განქორწინებას საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ გეგმავს“.
პრეზიდენტისა და პირველი ლედის ცეკვა ტრამპის ინაუგურაციის დროს
აღსანიშნავია, რომ ტაბლოიდები ჯერ კიდევ 2018 წლის აგვისტოში გამოცემულ წიგნს და მისი ავტორის ნაამბობს ეყრდნობიან.
სკანდალური წიგნი
წიგნი, სახელად “Unhinged: An Insider’s Account of the Trump White House“, დონალდ ტრამპის მმართველობის თეთრ სახლსა და შიდა სამზარეულოზე გვიყვება. მისი ავტორი ომაროსა მანიგოლთ ნიუმანია, რომელიც თეთრ სახლში მუშაობდა და ის პოლიტიკურ საკითხებში პირველი ლედის თანაშემწე იყო. გაგრძელება