მსახიობი ანი ბებია ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ნაკლებად აქტიურობდა, თუმცა ახლა ისევ გააქტიურდა და ახალი პოსტები შემოგვთავაზა. ანის და მის რჩეულ ილო ბეროშვილს "ინსტაგრამზე" ბევრი მიმდევარი ჰყავთ.
ანის და ილოს ურთიერთობაში ახლა ყველაზე ლამაზი პერიოდია. წყვილი პატარას მოლოდინშია.
ცოტა ხნის წინ ანიმ სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ილოსთან და მეგობართან ერთად ცეკვავს. გამომწერები სიახლეს აქტიურად გამოეხმაურნენ.
''ძალიან ლამაზი ხართ, როგორ გიხდებათ ორსულობა", "რა კარგები ხართ", "უსაყვარლესი წყვილი", "რა საყვარელი ხარ ანი". - ეხმაურებიან გულშემატკივრები ახალ ვიდეოს.
ფაქტია, რომ ანის და ილოს მიმართ ადამიანები დიდ სიყვარულს ამჟღავნებენ და დადებითი ემოციების გამოხატვა არ ენანებათ.
ანი შესანიშნავ ფორმაშია, რაც ამ ვიდეოშიც კარგად ჩანს.
წარმოგიდგენთ წყვილის ახალ ფოტოებსაც, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოაქვეყნეს.