მცენარეები ბუნებაში მილიონობით სასარგებლო ფუნქციას ასრულებენ, ისინი ჩვენს აურასა და განწყობაზე მოქმედებენ. ფსიქოლოგების თქმით, მცენარეებზე ზრუნვა ადამიანს სწორი გადაწყვეტილების მიღებასა და დამშვიდებაში ეხმარება, ამიტომ დროა, სახლის აივანზე ან უბრალოდ მზიან კუთხეში მათთვის ლამაზი, მყუდრო ადგილი გამოჰყოთ. თუ ამ საქმეში ახალბედა ხართ, მაშინ პირველი ნაბიჯების გადასადგმელად მოემზადეთ.
ნახეთ 5 ყველაზე მარტივად მოსავლელი მცენარე სახლისთვის
1. ალოე

ერთ-ერთი მარტივად მოსავლელი მცენარე სწორედ ალოე ვერაა. თუ სადმე ტროპიკულ კურორტზე ყოფილხართ, მაშინ გეცოდინებათ, რომ ალოეს სითბო უყვარს, ის მზის მოყვარული მცენარეა და სულ ცოტა წყალიც კი საკმარისია მისთვის.
2. ლავანდა

ლავანდა ლამაზი და საოცრად არომატული ყვავილია. უბრალოდ დადგით მზიან, ნათელ ადგილას და იშვიათად მორწყეთ. მის მოსავლელად მეტი არაფერია საჭირო.
3. დედამთილის ენა

ამ მცენარის სახლი ცოტა სასაცილოდ ჟღერს, თუმცა აქ მთავარი ის არის, რომ უმარტივესი მოსავლელია და თქვენი აივნის ან ლამაზი კუთხის მოსაწყობად იდეალური მცენარეა. დედამთილის ენა საოცარ ფერებში გარდამავალი, მაღალი იზრება, სითბო, მშრალი ჰაერი და ცოტა სინათლეც კი ჰყოფნის გასახარებლად.
4. კაქტუსი

მსოფლიოში ყველაზე მარტივად მოსავლელი მცენარე სწორედ კაქტუსია. სინათლე, მზე და კვირაში ერთხელ მორწყვა სრულიად საკმარისია, რომ სიმწვანე და სილამაზე არ დაკარგოს.
5. მშვიდი ლილიები

თქვენთვის იდეალური ბოლო მცენარე ლილიებია. მათ ცოტა სინათლე, ნორმალური ტემპერატურა და სველი ნიადაგი სჭირდებათ. ლილიები სინაზისა და სიმშვიდის გამომხატველი ყვავილებია.
წყარო: lifehack.org