წლევანდელი ტრენდი ჯინსის შორტებსა და შარვლებზე განსაკუთრებით დიდი ყურადღების მიქცევას გვთხოვს. მიუხედავად იმისა, რომ მას ალტერნატივა ნებისმიერ დროს შესაძლოა გამოუჩნდეს, ჯინსები ყველაზე პრაქტიკულ და სასურველ ნივთად რჩება მოდის მიმდევარი გოგონების გარდერობში.
"ინსტაგრამსივრცე" უკვე აჭრელებულია წლის მთავარი აქტუალური ტრენდებით, დაწყებული მასიური მკლავებით, დასრულებული კროპ-ტოპებით, რომლებიც ყოველდღიურობასა და საღამოს წვეულებებისთვის იდეალურ ლუქად ითვლება. ჩაინიშნეთ სეზონის ყველაზე აუცილებელი ტრენდი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ გარდერობის განახლებისას.
რძისფერი და თეთრი
- თუკი ჯინსებს გინდათ აგრძნობინოთ ზაფხული, მაშინ რძისფერი და თეთრი მაისურები სწორედ შესაფერისია. ჰაეროვანი ტოპები, გახსნილი მხრებით ან სხვადასხვა პრინტით, თქვენს მოდურ ლუქს მომენტალურად ზაფხულის განწყობას შემატებს.
მოდერნიზებული მკლავები
- მოდერნიზებული საბაზისო ტოპი ყველა გოგონას გარდერობში უნდა იყოს. სადა მაისური, მოჭრილი მკლავებით, 80-იანების სტილის განახლებული ვარიანტია, თავისუფალი სტილის ჯინსებს კი ასეთ მაისურზე მეტად არაფერი უხდება.
ტოპები თასმით
- მეტი სექსუალურობისკენ თუკი იხრებით და სიახლეები გსურთ, ტოპი თასმით სწორედ თქვენი შესაფერისია, მკერდთან შეკრული თასმა კი მეტ დელიკატურობას მიანიჭებს თქვენს მოდურ ლუქს. პატარა ზომის მკერდის მქონე გოგონებს კი ბრების ნაცვლად შეუძლიათ მოირგონ წლის ყველაზე ცხელი ტრენდი.
შარფი მაისურის ნაცვლად
- მოდური მიდგომა ყველაფერში მისასალმებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა შარფი წლის „must have” ტრენდად ითვლება. გამოიყენეთ ტოპის ნაცვლად. დიდი ზომის აბრეშუმის შარფი სამკუთხედად გადაკეცეთ და მაღალწელიან ჯინსებზე თამამად მოირგეთ.
მასიური მკლავები
- ლამაზი ტოპები მასიური მკლავებით ჩვენი ფავორიტია. დეტალები წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ტოპი მასიური მკლავით რომანტიკული საღამოსთვის, მეგობრების წვეულებებისთვის იდეალურია.