მზიანი ამინდების გამოსვლასთან ერთად, კედების ჩაცმის დროც დადგა, ამ სეზონზე ფავორიტი 5 მოდელი კი მოდის მიმდევარმა გოგონებმა უკვე გამოავლინეს.

Nike Classic Cortez
- თეთრი კედები აუცილებლად უნდა იყოს თანამედროვე გარდერობში, Nike კონტრასტული დეტალებით კი სწორედ შესაფერისი ვარიანტია. შეგიძლიათ შეუხამოთ რეტრო-სტილის ტანისამოსს გრძელი სწორი დენიმებით ან, ემილი რატაკოვსკის მსგავსად, ორეულთან ერთად.

Vans Old Skool
- კლასიკური კედები Old Skool მშვენივრად გამოიყურება ჯინსების მსგავსად, საზაფხულო კაბებთან სინთეზში. თუკი გადაწყვეტთ ველოსიპედით გასეირნებას, თამამად აირჩიეთ ფოტოგრაფ ალენ ჩენდლერის სტილი: თავისუფალი მაისური, სპორტული შორტები და მაღალყელიანი წინდები.

Converse Chuck 70 High-Top
- ჩვენ განსაკუთრებით გვიყვარს კონვერსები მათი მრავალფეროვანი არჩევანის გამო, რომლის წყალობით იდეალურად ერწყმის მონოქრომულ ლუქებს. ამ ზაფხულს მაღალყელიანი კედები მოკლე ჯინსებსა და შარვლებზე შეგიძლიათ მოირგოთ.

Puma Suede
- ხავერდის კედები - მოდური და უნივერსალური ვარიანტი მთელი ზაფხულისთვის. მიაქციეთ ყურადღება: ხავერდი სწრაფად ისვრება და ფუჭდება წყალთან შეხებისას. ასე რომ, მშრალ ამინდებში მოირგეთ მხოლოდ.

Superga Alpina Jellygum
- თეთრი კედების არაბანალური მოდელი შენი გარდერობის გასაახლებლად ტოტალური სითეთრის მოყვარულისთვის არის განკუთვნილი. მკვეთრი ძირი კი ყურადღებას მიიქცევს. არ დაგავიწყდეთ ჩანთის და აქსესუარის იმავე ტონალობაში შერჩევა.
