ვის არ უნდა, იცოდეს თავისი მომავალი? უძველესი დროიდან ადამიანებს აინტერესებდათ, ახდებოდა თუ არა მათი ოცნებები და სხვადასხვა გზით ცდილობდნენ, რომ პასუხი მიეღოთ.
ოთხივე კარტს შეუძლია, რომ მომავლის საკმაოდ მკაფიო პროგნოზი მოგაწოდოთ.
გთხოვთ, არ აირჩიოთ ზედაპირულად. მოუსმინეთ ხმას, რომელიც გეუბნებათ, რომელ ბარათს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.
1.
თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი გადალახოთ, მოთმინება გამოიჩინეთ და ისე იმოქმედეთ
სასწაულები კართანაა. თქვენ ალბათ ბევრი კითხვა გაქვთ: რა უნდა გააკეთოთ, რა უნდა გადაწყვიტოთ, სად უნდა წახვიდეთ. დიახ, თქვენ ზოგჯერ კარგავთ ტემპერამენტს (ისევე როგორც მოთმინებას და რწმენას), მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ ძალიან, ძალიან მალე, ყველაფერს აზრი მიეცემა. ყველაფერი უკეთ წავა და ამავე დროს საუკეთესო მიმართულებით. ნებისმიერ სიტუაციას, რომელშიც აღმოჩნდებით, კონკრეტული მიზანი აქვს. იყავით ოპტიმიზმით სავსე, ყოველდღე ენთუზიაზმი გამოიჩინეთ და განაგრძეთ თქვენი ოცნებებისთვის ბრძოლა.
2.
სიმშვიდე და მშვიდობა თქვენს ცხოვრებაში მალე მოვა ნებისმიერ განვითარებულ სიტუაციას ცხოვრებაში- თავისი მნიშვნელობა აქვს. მთავარი პირობაა დარჩე ძლიერი, ჟინიანი და გჯეროდეს მხოლოდ საუკეთესო მომავლის.
თქვენ გზაზე გხვდებათ ქარიშხალი, მაგრამ მზისკენ მოძრაობთ. აავსეთ საკუთარი თავი რწმენით და სიყვარულით, გაშალეთ ხელები, დახუჭეთ თვალები, ღრმად ამოისუნთქეთ და გააცნობიერეთ, რომ ყველა ის მოვლენა, რაც ცხოვრებაში ხდება, გლობალური, უნივერსალური გეგმის ნაწილია. ყველაფერი მალე მოგვარდება და თქვენს სულში სიმშვიდე დაისადგურებს.
3. თქვენი ოცნებები ახდება
ძალიან კარგია ოცნება, წარმოსახვა და გეგმის შედგენა. მაგრამ გაცილებით უფრო მაგარია, რომ გამბედაობა გქონდეთ, იმისთვის რომ თქვენი ოცნებები რეალობაში განახორციელოთ. იმიტომ, რომ მოქმედების გარეშე ოცნება მხოლოდ საშინელ ილუზიად ითვლება. გააანალიზეთ თქვენი შესაძლებლობები და დაიწყეთ ნაბიჯების გადადგმა თქვენი სურვილების შესასრულებლად. არ არის საჭირო, რომ პირველივე დღეს მარათონში ჩაებათ, მთავარია მოძრაობა დაიწყოთ და თუნდაც მცირედი წინსვლები გქონდეთ. ეს ყოველდღე და ეტაპობრივად უნდა ხდებოდეს, არ უნდა გაჩერდეთ. ცოტაოდენი დისციპლინა და მიიღებთ შედეგს, რომელიც ასე გსურთ. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ძალისხმევას მაქსიმალური დოზით გამოიყენებთ.
4. სამყარო ყოველთვის მეოცნებეების მხარეზეა
როდესაც თქვენი ოცნებების ერთგული ხართ, მათ ასრულებაში მთელი სამყარო გეხმარებათ. ადამიანები, რესურსები და სიტუაციები თქვენს ცხოვრებაში გასაოცარ და თითქმის აუხსნელ გზას ქმნიან. იმიტომ, რომ მიუახლოვდეთ იმ ადგილს, სადაც გინდათ იყოთ.
მაგრამ ეს ნამდვილად უნდა გჭიდებოდეთ! გარდა ამისა, გამოიჩინეთ თანაგრძნობის უნარი და დადებითი კუთხით იფიქრეთ. თქვენ თქვენი ოცნებების დიზაინერი და თქვენი ბედის შემქმნელი ხართ: შეასრულეთ ყველა სურვილი რაც გულში გაქვთ და ყველაფერი შეცვლას დაიწყებს.
ამრიგად, თქვენ დაიწყებთ მოძრაობას თქვენი თავისკენ მიმავალ გზაზე.