სახის მოვლა სახლის პირობებში საკმაოდ მარტივია, არსებული ინგრედიენტების გამოყენებით, თუმცა იმისათვის, რომ ლამაზი კანი გვქონდეს, კვება უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია.
თქვენი ყოველდღიური რაციონი აუცილებლად უნდა შეიცავდეს:
- ბოსტნეულისა და ხილის რამდენიმე ულუფას დღეში, სასურველია, მრავალფეროვანს. სტაფილო და გოგრა მდიდარია კაროტინით, ისპანახი და კომბოსტო შეიცავს გლუტეინს, მოცვი, კივი და მოცხარი - C ვიტამინის დიდ რაოდენობას.
- საკვებს, რომელიც შეიცავს სელენს და E ვიტამინს. ერთიც და მეორეც მზესუმზირის თესლების შემადგენლობაშია. სელენი ასევე ბევრია თევზში, ხორცში, კეშიუსა და პომიდორში, ვიტამინი E კი - სიმინდის ზეთსა და კედრის კაკალში.
- სასარგებლო ცხიმებს, რომლებიც შეუნარჩუნებენ კანს ტენიანობის ბუნებრივ დონეს: ნიგოზს, ავოკადოს, ცხიმიან თევზს, სელის თესლს.
- თუთიით მდიდარ პროდუქტებს: თევზს და თხილეულს.
- წყლის საკმარისი რაოდენობას.
სილამაზის საუზმე
- ეს მსუბუქი საუზმე დაგმუხტავთ სიმსუბუქითა და ენერგიით, ორგანიზმს კი გაამდიდრებს პრობიოტიკებით, ცილებითა და ანტიოქსიდანტებით. თუ რეგულარულად იკვებებით ამდაგვარად, შედეგად მიიღებთ განახლებულ და მბრწყინავ კანს. ამისათვის დაგჭირდებათ:
- ½ ჭიქა კენკრა (შეიძლება გაყინულიც)
- 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი
შეურიეთ ერთმანეთში დაჭრილი ან დაბლენდერებული ნიგოზი, თაფლი, იოგურტი და დაამატეთ კენკრა. სურვილისამებრ შეიძლება დაამატოთ ნაზავში ცოტაოდენი სელის თესლი და უფრო მეტად გაამდიდროთ კერძი ვიტამინებით.
სახის გაწმენდა ყველა ტიპის კანისთვის
- აბუსალათინის ზეთი შეურიეთ ნებისმიერ თქვენთვის საყვარელ ზეთს: ჟოჟობას, ყურძნის წიპწების, ზეითუნის ან ავოკადოს ზეთს. მშრალი კანისთვის 1 წილ აბუსალათინის ზეთზე უნდა აიღოთ 9 წილი საბაზო, ნორმალურისთვის - შეფარდებით 2:8, ცხიმიანისთვის კი - 3:7. პირსახოცს დაასხით ცხელი წყალი (არა მდუღარე). 2-3 წუთის განმავლობაში მასაჟის მოძრაობებით დაიტანეთ ზეთის ნაზავი სუფთა კანზე, დაიტოვეთ კიდევ ერთი წუთით და მოიშორეთ ცხელი პირსახოცით (არ უნდა დაგწვათ) ფრთხილი მოძრაობებით.
სახის ნიღაბი ინდოელი ქალების რეცეპტით
- ამ ნიღბის დახმარებით ინდოელი ქალების კანი ბრწყინვალედ გამოიყურება მთელი დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ მოამზადოთ ეს ნიღაბი, შეურიეთ ერთმანეთში 1 ჩ.კ. კურკუმა, 3 ს.კ. იოგურტი და რამდენიმე წვეთი თაფლი და გაანაწილეთ ოქროსფერი ნარევი სახეზე. ეს ნიღაბი შეიძლება დაიტანოთ ასევე თვალების ქვეშ, ოღონდ მოერიდეთ პირდაპირ კონტაქტს. ნიღაბი მოიშორეთ ნოტიო ხელსახოცით 15-20 წუთის შემდეგ.
ბანანის ნიღაბი კანის სიგლუვისთვის
- იმისათვის, რომ მოვახდინოთ კანის ტონიზირება და დაჭიმვა, დაგვეხმარება ბანანის ნიღაბი. 1 ბანანის ქერქი კარგად გარეცხეთ, დაამატეთ ბანანის რბილობის რამდენიმე ნაჭერი და დააბლენდერეთ მცირე რაოდენობის ხაჭოსთან და 1 ჩ.კ. ბრინჯის ფქვილთან ერთად. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე, 10-15 წუთის შემდეგ კი ჩამოიბანეთ გრილი წყლით.