გლამურულმა წყვილმა, რომლის დაშორებამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია, განქორწინების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ყოფილი ცოლ-ქმრის მეგობრები ამტკიცებენ, რომ გამორიცხული არ არის, რომ მური და კატჩერი შერიგდნენ.
წყვილის მეგობრები ამბობენ, რომ მათი გრძნობა ისეთივე ძლიერია, როგორც ადრე. მათი პირველი შეხვედრა განშორების შემდგომ და ნაზი ალერსი ბევრზე მეტყველებდა.
"მათ ისევ ძალიან უყვართ ერთმანეთი და სავსებით შესაძლებელია, რომ შერიგდნენ. - ამბობს ერთ-ერთი მეგობარი. - ამ ეტაპზე განქორწინების საქმე აღარ განიხილება".
49 წლის დემი მური მთელი კვირა Twitter-ზე თავის ბლოგში მინიშნებებით წერდა, რომ მას შეუძლია პატიება და ყველაფრის თავიდან დაწყება.
ეშტონ კატჩერი და დემი მური შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს მათი საერთო მეგობრის, კაბალას ცენტრის დამაარსებლის, იეგუდ ბერგის დაბადების დღეზე.
ეშტონ კატჩერს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე, როცა იმ შეცდომებზე საუბრობდა, რომლებიც ბოლო დროს დაუშვა.
აი, რას ჰყვება ერთ-ერთი სტუმარი: "ეშტონს ხმა აუკანკალდა, თვალები კი ცრემლებით აევსო. როცა ტაშმა იგრიალა, ის მაშინვე დაჯდა. დემი კი შოკირებული და გაყინული იყო".
მთელი დაბადების დღის განმავლობაში დემი და ეშტონი ერთმანეთს არ მოცილებიან. "დემი თვალებში შესციცინებდა ეშტონს და ძალიან ალერსიანი იყო", - აღნიშნა ერთ-ერთმა სტუმარმა.
მასალის წყარო: Mirror